• რეკლამა
  • კონტაქტი
22:40, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შესაძლოა საკონსტიტუციოს მოსამართლეებსაც საერთაშორისო სანქციები ელით, ტყუილად გაყვეს თავი ამ საშარო საქმეში”– კახა გოგოლაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:47 10-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვის პროცესს ეხმაურება და წერს:

ინტელექტის დეფიციტი
1. კობახიძემ პროცესზე ასე დაასკვნა: “რახან პრეზიდენტმა ბიუჯეტიდან ფული არ დახარჯა ესე იგი იცოდა, რომ მისი ვიზიტი არალეგიტიმური იყოო.” ეს რა, ერთად ერთი შესაძლო ლოგიკური კონსტრუქციაა? რატომ არ შეიძლებოდა ეთქვა, რომ პრეზიდენტს უნდოდა ოფიციალური ვიზიტით წასულიყო და სახელმწიფოს სახელით ეწარმოებინა მოლაპარაკებები. ამაზე თანხმობა ვერ მიიღო, ამიტომ ხელი აიღო განზრახვაზე და გაემგზავრა კერძო ვიზიტით. არა როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, არამედ, კერძო პირი, რომელსაც პატივს სცემენ და უსმენენ ევროპაში. ასე სცადა ქვეყნისთვის კეთილი საქმის გაკეთება. განა კერძო პირს ეკრძალება ქვეყნის სასიკეთოდ ვინმესთან საუბარი?
2. კობახიძე ამბობს: “გერმანიაში ინტერვიუ მისცა სადაც აღიარა ოფიციალურ ვიზიტზე უარი მითხრეს და გადავწყვიტე არაოფიციალურად ჩამოვსულიყავიო”. ამის გამო კობახიძე ამბობს – ეს პირდაპირი აღიარეებაა იმისა, რომ მან იცოდა – არაკონსტიტუციურ საქციელს ჩადიოდაო.” ესეც აბსურდული და ინფანტილური ინტერპრეტაციაა, და რაც მთავარია, მგონი კობახიძეს გონია, რომ ძალიან მაგარ მხილებას მიაგნო. სალომეს სულაც არ უფიქრია, რომ მისთვის უცხოეთში წასვლის ფაქტიური აკრძალვა კონსტიტუციური, სამართლიანი, ან ქვეყნისთვის არასაზიანო იყო. ის უბრალოდ განერიდა პრემიერთან ინსტიტუციურ კონფლიქტს და კერძო ვიზიტით გაემგზავრა, რისი აკრძალვაც მისთვის არავის შეუძლია საქართველოში. და არა მარტო პრეზიდენტს, ამას კანონის ძალით ვერც ერთ მოქალაქეს ვერ აუკრძალავ. და თუ ამ კომიკურ პროცესზე კონსტუტუციონალისტ კობახიძესაც კი ასეთი უსუსური არგუმენტები მოყავს, მაშინ ოხანაშვილმა რაღა უნდა დაუმატოს?
დიდი სირცხვილი ელის წინ ოცნებას და, შესაძლოა საკონსტიტუციოს მოსამართლეებსაც, რომლებსაც, თუ სამართლიანად არ წარმართეს პროცესი, საერთაშორისო სანქციები ელით. ტყუილად გაყვეს თავი ამ საშარო საქმეში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved