• რეკლამა
  • კონტაქტი
12:46, პარასკევი, 27 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შესაძლოა მას თავად არ ჩაუდენია ეს დანაშაულები, მაგრამ…” – ზურაბიშვილი სააკაშვილზე

ალია ავტორი - ალია
18:44 06-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,215

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინელი ჟურნალისტს შეკითხვაზე, რატომ არ იწყალებს უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის პრეზიდენტის არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამბობს:

 

“მე პასუხისმგებელი ვარ პირველ რიგში ქართველი ხალხის წინაშე. როგორც პრეზიდენტი, მე ანგარიშს უნდა ვუწევდე იმას, რასაც ქართველი ხალხი გრძნობს. ქართველმა ხალხმა გადაიტანა სააკაშვილის რეჟიმის 9 წელი და ამ რეჟიმის შემდეგ ბევრი მსხვერპლი დარჩა. ეს არის საკითხი, რომლის ნიადაგზეც საქართველოს მოსახლეობა გაყოფილია. საქმე ის კი არ არის, რომ ქართველები სააკაშვილს უდანაშაულოდ თვლიან, არამედ ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ მას არ ეპყრობიან ისე, როგორც პრეზიდენტს შეშვენის. ქართველი ხალხი ძალიან ჰუმანური და ტოლერანტულია, მაგრამ მოსახლეობის ძირითადი ნაწილის მოსაზრებაა, რომ სააკაშვილმა საფასური უნდა გადაიხადოს იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მისი რეჟიმის დროს მოხდა. შესაძლოა მას თავად არ ჩაუდენია ეს დანაშაულები, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით იქნა ჩადენილი. ზოგადად ასეთი მოსაზრებაა. ამასთანავე არის მოსაზრება, რომ მას უნდა მოვეპყროთ ჰუმანურად და გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. აღვნიშნავ, რომ ექსტრადიციაზე განაცხადი არ ყოფილა. ეს ყველაფერი მთავრობის პასუხისმგებლობაა. შეწყალება კი მორალის საკითხია და ამაზე მე პასუხს ვაგებ ხალხის წინაშე, თან სხვადასხვა მოსაზრების მქონე ხალხის წინაშე. მე ასევე ვმუშაობ დიპლომატიურ თანამეგობრობასთან, ევროპაში საკუთარი კავშირებიც მაქვს და ვცდილობ ვიმუშაო ხელისუფლებასთანაც, რომ ვიპოვოთ გამოსავალი, როგორ უნდა მოვეპყროთ ყოფილ პრეზიდენტს. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ხელისუფლებისგან რეაქცია არ ყოფილა.”

თეგები: სალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved