მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადის ერთი თვით გახანგრძლივებას ხელისუფლების არარაციონალურ შიშებს უწოდებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეიტლება ქმნის საფუძველს სამოქალაქო ლოიალობა სამოქალაქო აგრესიაში გადაიზარდოს.
“შემაშფოთებელი ის არის, რომ ხელისუფლება უკვე არა ცივი გონებით და სახელმწიფოებრივი აუცილებლობით, არამედ არც თუ რაციონალური შიშებით ხელმძღვანელობს თავის გადაწყვეტილებებში. ეს ქმნის საფუძველს, რომ სამოქალაქო ლიიალობა სამოქალაქო აგრესიაში გადაიზარდოს.” – წერს ხუხაშვილი.
კომენტარები