თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი, მეუფე მიქაელი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას უერთდება. ის “საყოველთაო შერიგების” იდეასაც მხარს უჭერს.
“ჩვენ მარტო არ უნდა გვქონდეს ერთ ან ორ ადამიანზე გათვლილი, თავისუფლება უნდა ყველას და მე ვარ მომხრე იმისა, რომ ყველა ადამიანი გათავისუფლდეს და დაუბრუნდნენ საყვარელ ოჯახებს. რაც შეეხება შერიგებას, რა ჯობია, აბა ქართველმა კაცმა რა უნდა გააკეთოს?!” – თქვა მეუფე მიქაელმა.
ცნობისთვის, სვეტიცხოველში იმყოფება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანიაც. მან თქვა რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ხელს “აუცილებლად მოაწერეს”.