• რეკლამა
  • კონტაქტი
21:26, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შერიგება ზოგჯერ ძალიან ცუდ საქციელს ნიშნავს…” – ვასილ მაღლაფერიძე

ალია ავტორი - ალია
18:33 03-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
476
საზოგადოებრივი არხის ყოფილი დირექტორი, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, ვასილ მაღლაფერიძე:
“შეიძლება, თანხმობა ზოგიერთს ისე აქვს წარმოდგენილი, რომ ხვალიდან ყველა კარგად მოიქცევა – აღარც “ცუდ სიტყვებს” იტყვის, აღარც მოიტყუება, აღარც ცილს დასწამებს მოყვასს, სამშობლოც ეყვარება, ანუ რადიკალურად გამოიცვლება. თუმცა, ასეთი რამ ხომ არასდროს მომხდარა და არც არასდროს მოხდება?!
თანხმობა და შერიგება იქნებ ვინმეს ყურს საამოდ ჩაესმის, მაგრამ განა შეთანხმებულები ვართ, რა შინაარსი დევს და რა იგულისხმება ამ სიტყვებში?! ვითომ ყველას ერთნაირად გვესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა?!
მე არ გამიგია, რომ ვინმეს განემარტოს და კონკრეტულად ეთქვას, რას გულისხმობს ამ თანხმობაში. რომელი მოვლენა უნდა ავიღოთ თანხმობის ნიმუშად და მაგალითად?! როდის ან რომელ ქვეყანაში მომხდარა მსგავსი რამ?!
(ოღონდ ფრანკოს ესპანეთის მაგალითს ნუ გაიხსენებთ! 2000 წელს საქართველოში ეროვნული შერიგების პროცესს კი სრულიად კონკრეტული გადაწყვეტილებები დაედო საფუძვლად).
შორს წასვლა არ დაგვჭირდება და ამ პოსტის ქვეშაც დავინახავთ, რომ ყველას სხვადასხვანაირად გვესმის თანხმობა-შერიგება.
რა საკითხების მოგვარება უნდა გახდეს თანხმობის საფუძველი და რა ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს ეს თანხმობა?! ასეთი დოკუმენტის ან თუნდაც განზრახვების მონახაზიც კი არ გამოჩენილა საჯაროდ. იცის კი ვინმემ, რაში მდგომარეობს თანხმობა-შერიგების ფორმულა – ვინ როგორ უნდა მოიქცეს და ვინ როგორ არ უნდა მოიქცეს?!
ჯერჯერობით, რაც ჩანს, პრეზიდენტს, უმრავლესობას და ოპოზიციას ძალიან განსხვავებული ხედვა და მოლოდინები აქვთ ამ პროცესთან მიმართებაში და თუ ასეთი ბუნდოვანება გაგრძელდა, სულ მალე(!) თავად ეს თანხმობა იქცევა ახალი კონფლიქტის კერად.
მართალი გითხრათ, მაინცდამაინც არც საზოგადოებაში მომისმენია შერიგების მოთხოვნა და თუ არ შერიგდი, როგორ შეთანხმდები?! კოჰაბიტაციით უკმაყოფილება ხშირად გამოუთქვამთ, აი, შერიგებას რომ ვინმე ითხოვდეს, არ გამიგია. იმიტომ კი არა, რომ ჩხუბი გვირჩევნია, არამედ გაუგებარია, როგორ უნდა შევრიგდეთ?! უნდა მოგვეწონოს, რაც აქამდე არ მოგვწონდა?! ვაქოთ რასაც ვაძაგებდით?! ეს და ამის მსგავსი კითხვები სულ იტრიალებს!
თუ ვინმეს პერსონალურად სურს ვინმესთან შერიგება, ნება მისია, ვერავინ დაუშლის და – ღმერთმა გაუმარჯოს!
თუ ვინმეს პოლიტიკური გემოვნება გამოეცვალა, სხვა პარტიას შეურიგდა, ესეც მისი საქმეა.
შეიძლება ადამიანმა მსოფლმხედველობა შეიცვალოს, ვერც ამაში ჩაერევა ვერავინ.
ადამიანებს შორის შერიგება ან პატიების საფუძველზე ხდება, ან – მორიგების და ამას ყოველთვის კონკრეტული შინაარსი აქვს. ცარიელი “შეთანხმდი-შერიგდის” ძახილით შერიგებულებს ისტორია არ იცნობს.
თავისთავად, ვერც ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ინტერესი გახდება თანხმობის საფუძველი. ძალიან ბევრ და პრინციპულ საკითხში რადიკალურად განსხვავდება შეხედულებები და რაც ერთს ძალიან კარგი ჰგონია, მეორესთვის ძალიან ცუდია. ერთი და იგივე საქციელი ზოგს გმირობა ჰგონია, ზოგს – ღალატი და რამდენად რეალურია, ადამიანებს ღალატთან შეგუება მოსთხოვო?!
სხვათა შორის, შერიგება და შეთანხმება ყოველთვის კარგი კი არ არის, ზოგჯერ ძალიან ცუდ საქციელს ნიშნავს. გააჩნია, ვინ – ვის, ან რის გამო ურიგდება?! ბედთან შერიგებაც არსებობს, თუმცა, არც ესაა ბედნიერების ნიშანი.
თანხმობა-შერიგების პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ დგას, ასეთი რამ ზოგადად კაცობრიობას დასაბამიდან მოსდევს. ამის გამო თავზე ნაცრის ყრასთან და ქართველობის ძაგებასთან შერიგებაც ვერაა დიდად გონივრული საქმე! ასეთივე და გაცილებით მწვავე(!) ვითარებაა ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც შეუთანხმებლობას კიდევ უფრო შეურიგებლად გამოხატავენ, ვიდრე საქართველოში, თორემ ჩრდილოეთ კორეაში კი არიან გუგულებივით შერიგებულები და შეთანხმებულები.
თუმცა, თუ ვინმეს სჯერა ამ იდეის, ალბათ უკვე დროა, ჩამოწეროს საკითხები, რომელიც შერიგების საფუძველს შექმნის, რათა დავინახოთ, რასთან გვაქვს საქმე.
თუმცა, მეორეს მხრივ, ასეთი დოკუმენტი უკვე არსებობს – კონსტიტუცია, რომელიც აბსტრაქტულ თანხმობას კი არ გვთხოვს, მშვიდობიან თანაცხოვრებას გვავალდებულებს და სახელმწიფოს უმთავრეს ფუნქციასაც სწორედ ამ ვალდებულების დაცვა წარმოადგენს.
ზოგადად თანხმობას რაც შეეხება – მსოფლიოში მიმდინარეობს დიდი მსოფლმხედველობრივი განხეთქილება, რომელიც სულ უფრო ღრმავდება და მაინცდამაინც საქართველოში თუ ვერ მოვახერხეთ დედამიწის გაერთიანება, ამის გამო თავს ნუ დავიკომპლექსებთ და ერთმანეთს ნუ დავხოცავთ.”
თეგები: ვასილ მაღლაფერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved