• რეკლამა
  • კონტაქტი
16:01, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შექმნან იშვიათი დაავადებით დატანჯული ბავშვების მოვლის ფონდი და გადარიცხონ კონცერტებისთვის გამოყოფილი 70 მლნ” – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
10:36 04-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების აქციას აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი, ეხმაუერება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

გეგეჭკორის პოსტს უცველელად გთავაზობთ:

“მე პირადად არა ერთხელ მომსვლია წერილი საქართველოდან, იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლებისგან შველის თხოვნით. არა მგონია ძალიან ბევრნი იყვნენ, ის კი ნამდვილად ვიცი რომ სრულიად მიტოვებული არიან სახელმწიფოს მხრიდან. უმარტივესად მოსაძიებელი ინფორმაციაც კი არ გააჩნიათ.

ჩვენს ქვეყანას პატრონი რომ არ ყავს ეს უკვე ვიცით, მაგრამ მოქალაქეები რომ ყავს კარგი ესეც ნამდვილად ვიცით. იქნებ შევთავაზოთ მთავრობას…
არ გვინდა კონცერტი, შექმნან იშვიათი დაავადებით დატანჯული ბავშვების მოვლის ფონდი, გადარიცხონ კონცერტებისთვის გამოყოფილი სამოცდაათი მილიონი იმ ფონდში, ჩვენ მოქალაქეები კი ვიყიდით იმ კონცერტების ბილეთებს წარმოდგენის გარეშე და ასე შევიტანთ წვლილს ბავშვების ფონდში. დარწმუნებული ვარ ვისაც შეუძლია ყველა იყიდის ბავშვების ბავშვების ბედნიერებას. მეც ვიყიდი ამ “კონცერტის” ბილეთებს და შევეცდები ჩემმა ყველა მეგობარმა იყიდოს.

საქართველოს მთავრობასაც შეეწირება მადლად და რაც მთავარია უამრავი ბავშვი იგრძნობს რომ მათი სიცოცხლე ისევე მნიშვნელოვანია როგორც მდიდარი მშობლების შვილების.
ფონდმა თანაბრად უნდა იზრუნოს ყველა ბავშვზე, ვინც იშვიათი დაავდებით იტანჯება.
საუბარი არაა იმაზე რომ ბიუჯეტმა ვინმეს ან რამეს უნდა მოაკლოს თანხები და ისე მოუაროს თავის მოქალქეებს, ამ კონკრეტულ ფონდს უბრალოდ უნდა შესწირონ ის სამოცდაათი მილიონი რომელიც აბსურდულ გართობაში უნდა გადაყრილიყო. მოქალქეები კი გავიღებთ იმ თანხას რითიც უკლასო მომღერლების მუსიკა უნდა მოგვესმინა. ამ ბავშვების სიხარულით ბევრად მეტ სიამოვმებას მივიღებთ” – წერს ნანა გეგეჭკორი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved