• რეკლამა
  • კონტაქტი
06:11, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეყვარებული წრეები – რამაზ გიგაური

ალია ავტორი - ალია
19:21 02-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
222
ასტროლოგი, რამაზ გიგაური:
შეყვარებული წრეები
არ გიყვარდეთ კუთხეები…
კუთხეებში ენერგიათა გადაკვეთაა.
სწორედ ამიტომ აყენებენ ცელქ ბავშვებს კუთხეში,
რათა ენერგიისგან დაიცალონ.
ცხოვრებაც ადამიანებს სწორედ კუთხეში იმწყვდევს
და მათთვის სულის ამოძრობას ცდილობს.
ამიტომაც არ გიყვარდეთ კუთხეები.
ბებიაჩემი მეტყოდა ხოლმე, „ნუ დაჯდები მაგიდის კუთხეში,
აგრემც გენაცვლები, შვიდი წელი ცოლს ვერ მოიყვან“.
მერე რა, თუ მე ჯერ შვიდი წლის ვიყავი.
ბებიაჩემი არ ფიქრობდა, რამდენი წლის ვიყავ,
იმას მასწავლიდა, რაც დედამისმა მართიამ ასწავლა –
ფეიქრიაანთ შეუპოვარმა და ჯიუტმა ქალმა,
რომელმაც თავისი შვილიც იმსგავსა.
დედაჩემიც მეტყოდა ხოლმე, „როგორ იცი მართიასავით გაჯიუტებაო“.
მეც ჯიუტად მიყვარდა კუთხეები და სულ კუთხეებს ვეძებდი,
ვემწყვდეოდი კუთხეში, ვეცემოდი,
მუხლისთავებს და იდაყვებს ვიყვლეფდი,
მაგრამ ჯიუტად მეგონა, რომ კუთხეების გადაყვარება
ჩემი მხრიდან ღალატი იქნებოდა.
ამიტომ მიყვარდა კუთხეები და კუთხეებიც „ერთგულად“
მაძრობდნენ სულს, მაფლეთდნენ ხორცს, მამტვრევდნენ რქებს.
მე გამწარებული ჩავბღუოდი მიწას, რომ ჩემი საყვარელი კუთხეები ასე მიმეტებდნენ.
გვიან, ძალიან გვიან გავიგე, რომ ადრე
ადამიანებს წრეები და მრგვალი ფორმები უყვარდათ –
გამოქვაბულები, მრგვალი სახლები, მრგვალი მაგიდები,
მრგვალი სკამები, მრგვალი საწოლები.
ყველაფერი მრგვალი იყო და წრიულად ბრუნავდა.
მერე ადამიანები გაბოროტდნენ და შექმნეს კუთხეები
და მას შემდეგ ომი არ შეწყვეტილა ადამიანებს შორის.
მე მივხვდი, რომ ჩემი სიყვარულის გამო კუთხეებს დავემსგავსე –
გაბოროტებული კუთხეში ვიმწყვდევდი საყვარელ ადამიანებს და მათ სულს ვაძრობდი.
მერე კი მიკვირდა, ჩემი სიყვარულის გამო რატომ იხოცებოდნენ.
მივხვდი, რომ ჩემივე თავის გამო,
ჩემი საყვარელი ადამიანების გამო
უნდა დამეკარგა ჩემი ბავშვობა – კუთხეების სიყვარული.
უნდა დავმრგვალებულიყავ.
გადარჩენის სურვილმა და ადამიანების სიყვარულმა
გამასუქა, თუმცა სიცილი ვისწავლე.
სიცილმა შემაყვარა წრეები.
ჩვენ, ვისაც გვიყვარს – მრგვალები ვართ, წრიულები.
ისინი, ვისაც სძულთ – კუთხიანები.
წრეებს უყვართ და კუთხეები ომობენ.
უნდა გვიყვარდეს წრეები და ყოველივე მრგვალი,
რადგან მათში ღმერთია და სიყვარულია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved