ვარკეთილში, 22 წლის ორსული გოგო, რომელიც სავარაუდოდ მეუღლემ მოკლა ქეთა კეპულაძეა. მისი და მარიამ კეპულაძე სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:
„ჩემი ორი ანგელოზი… შენს სისხლს არავის შევარჩენთ გპირდები!
შეხვედრამდეე ჩემო ტკბილო…. „
5 თვის ორსული, რომელიც სავარაუდოდ მეუღლემ მოკლა, 22 წლის ქეთი კეპულაძეა, ხოლო სავარაუდო მკვლელი, 23 წლის გოგა გზირიშვილია.
თვითმხილველების ცნობით, მკვლელობას მათი ერთი წლის შვილი შეესწრო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები