ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი:
,,27 სექტემბერს, წესით რუსეთი ყველა ბრუნვაში უნდა მოვიხსენიოთ:
დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე დიდი მტერი და საფრთხე არის რუსეთი.
რუსეთმა დაანაწევრა ქართული სახელმწიფოს სხეული.
რუსეთს მიუღებლად მიაჩნია წარმატებული, დასავლეთში ინტეგრირებული და დასავლეთით ზურგგამაგრებული ქართული სახელმწიფო.
რუსეთის მიზანია საქართველო იყოს პატარა წუმპე, რომელშიც მარტო თვითონ ექნება გავლენა.
რუსეთით ზურგგამაგრებული ივანიშვილის ხელში საქართველოს წუმპეობის გარდა არანაირი პერსპექტივა არ აქვს.
რუსეთად საქართველოს გადაქცევა გარდაუვალია, თუ ქოცები დროზე არ გადაშენდნენ.
რუსეთო, სულ ტყუილად გგონია, რომ საქართველო ჯიბეში ჩაიდე. შენს ბარტყებს მალე გამოგიგზავნით შიგ დედა რუსეთში.“











კომენტარები