• რეკლამა
  • კონტაქტი
00:50, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შენ მე ამ ფულით აყირავებას მიპირებ” – “რუსული კანონის” რეალური მიზეზი

ალია ავტორი - ალია
14:37 04-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
875

უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ NGO და მედია ერთადერთი გაუმჭვირვალე კუნძულია ქვეყანაში, შესაძლოა, მას უნდოდა ეთქვა, რომ ერთადერთი დამოუკიდებელი, გაუკონტროლებელი კუნძულია ქვეყანაში, თორემ, ყველა გრანტის ხარჯთაღრიცხვა რომ გამჭვირვალეა, მაგალითად, არაერთი დეპუტატისგან განსხვავებით, რომლებიც დეკლარაციებსაც კი არასწორად ავსებენ, ეს უკვე ქვეყანაში ყველამ იცის.

მამუკა მდინარაძე გრანტებს შავ ფულს უწოდებს და ამბობს, რომ მტერ ქვეყანას კი არა, დასავლეთს უნდა ამ ხელისუფლების “აყირავება”.

ერთადერთი გაუმჭვირვალე კუნძულია NGO და მედია მიმართულებით – სხვა ყველაფერი გამჭვირვალეა! შენ მე ამ ფულით აყირავებას მიპირებ, ხელისუფლებისა თუ ქვეყნის ქაოსში ჩაბმას აპირებ და მეუბნები, როგორ იკადრე, რომ თქვი და სხვა რაღაც გააკეთე

ყველა პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე, ადამიანი, რომლის შემოსავალი 40 ათასს ლარს სცდება, ვალდებულია დეკლარაცია შეავსოს და თუ ჩვენ ამდენ დეკლარაციებს ვავსებთ და თეთრების სიზუსტით ვწერთ, რა პრობლემაა?

ეს არის მათი ბრძოლა შავი ფულისთვის და ამ შავი ფულით რა კეთდება?

კანვასის ტრენინგები ამ ფულით არ ფინანსდებოდა და ეს ფული მტრული სახელმწიფოდან მოდიოდა?! ISFED-მა ხმის პარალელური დაცვის მონაცემები რომ რომ გააყალბა, ეს ფული საიდან იყო?! რომელი მიმართულებიდან მოდიოდა ფული, რომელიც იმაში ჩაიდო, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან დაფინანსებულ ორგანიზაციას პარალელული ხმის დათვლის მონაცემები გაეყალბებინა და ამით ხელისუფლება და ქვეყანა აეყირავებინა?!

დიდი მწვავე ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ ის, რაც გვეკუთვნის!“ – განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძის ნათქვამიდანვე ჩანს, რუსული კანონის რეალური მიზეზია იმ გაუკონტროლებელი ორგანიზაციების კონტროლი, რომლებსაც ამჟამად ვერ აკონტროლებს ხელისუფლბა და თავის დაცვა “აყირავებისგან”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved