• რეკლამა
  • კონტაქტი
14:25, შაბათი, 15 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შემთხვევითი არაა, რომ მიშამაც სწორედ ეს გაგვახსენა” – ბარამიძე

ალია ავტორი - ალია
01:56 02-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
623

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი ბარამიძე:

“მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა მკაფიოდ და გასაგებად, წერილობითაც დავაფიქსირო ჩემი პრინციპული პოზიცია რაც შეეხება ენმ ბოლო ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს არჩევას.

მიუხედავად იმისა, რომ ყრილობაზე საბჭოს წევრთა (რაოდენობრივად) მხოლოდ 1/3 აირჩა და დარჩა კიდევ ასარჩევი 2/3, მიმაჩნია, რომ უკვე არჩეულებს შორის აუცილებლად უნდა ყოფილიყო თავმჯდომარის არჩევნებისას ჩვენი ამომრჩევლის ხმების 40% -ის მიმღები ნიკა მელია და ასევე ჩვენი პარტიის ისეთი მართლა ღვაწლმოსილი წევრები, როგორებიც არიან ნუგზარ წიკლაური, გიორგი პატარაია, ზურაბ მელიქიშვილი, მურთაზ ზოდელავა, ეკა წამალაშვილი და სხვა ბევრი ჩვენი თანამებრძოლი.
კობა ხაბაზი ფრონტის წინა ხაზზეა და ცხადია, უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან სამწუხაროდ უარი განაცხადა, ისევე როგორც კობა ნაყოფიამ, ეკა ხერხეულიძემ, აკო მინაშვილმა, გიორგი კირთაძემ.

ეს მათ ნიკასადმი სოლიდარობისა და საბჭოს არჩევის ამგვარი ფორმის მიმართ პროტესტის ნიშნად გააკეთეს.

ყრილობაზე რა წესითაც ავირჩიეთ საბჭო, ჩემთვისაც და ბევრი ჩვენი ამაგდარი წევრისა და თანამებრძოლისთვისაც მოულოდნელობა იყო და ამან გამოიწვია გაუგებრობა და ამგვარი უხერხულობა, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

ზუსტად იგივე პოზიცია მექნებოდა ამგვარ ვითარებაში ნიკას და კამპანიისას მისი მხარდამჭერების მაგივრად,
40% ხმების მიმღები (ან გინდაც 15-ის) ლევან ხაბეიშვილი და მისი მხარდამჭერი ჩვენი სხვა მეგობრები რომ ყოფილიყვნენ.

ვფიქრობ, გამარჯვებულმა მხარემ მეტი უნდა გააკეთოს პარტიის ერთიანობის შესანარჩუნებლად.

იმედი მაქვს ლევანი და პარტიის ახალი (ყრილობაზე არჩეული) ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს. თუნდაც იმ კვოტების გამოყენებით, რაც ახალი წესდებით აქვს ენმ თავმჯდომარეს ან გენერალურ მდივანს. ცხადია არის საბჭოს წევრების ადგილზე არჩევის ვარიანტიც.

ვიცი ძნელია მწარე დაპირისპირების შემდეგ კვლავ ერთად ყოფნაზე საუბარი და მით უფრო მოქმედება, მაგრამ ეს ჩვენი მოვალეობაა და ამას გვკარნახობს პუტინისტური, მოღალატეთა რეჟიმის დამარცხების ეროვნული მნიშვნელობისა და მასშტაბის ინტერესები, რაც თვითოეული ჩვენგანის პირად წყენებზე, ობიექტურად, ათასჯერ დიდია.

ენმ უნდა იყოს ერთი მიზნის მქონე, მაგრამ ბრძოლის ტაქტიკის შესახებ, განსხვავებული აზრის მქონე, ნამდვილი პატრიოტების, ერთიანობის მაგალითი, რადგან სწორედ ერთიანობაა ჩვენი გამარჯვების ფორმულა.

ერთიანობა უნდა გვქონდეს არა მარტო ენმ-ში, არამედ მთელს ქართულ პატრიოტულ ძალებსა და საზოგადოებაში.

პარტიის არჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა რამდენჯერმე ყრილობაზეც და შემდეგაც მკაფიოდ გაუსვა ამას ხაზი და ვიცი ასევე ყველას გვესმის ერთიანობის ფასი და მნიშვნელობა.

ერთიანობა და ერთობლივი მოქმედებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, ივანიშვილის ბრძანებით, ჯიბის სასამართლოს მიერ, მიშას კვლავ მეთოდურად მოკვდინების რეჟიმში, პუტინის ტყვედ დატოვება.

ძვირფასო მეგობრებო, თანამებრძოლებო, შემთხვევითი არაა, რომ მიშამაც სწორედ ეს გაგვახსენა, ძალა ერთობაშია!

მჯერა თუ ერთად ვიქნებით, აუცილებლად გავიმარჯვებთ.

დიდება საქართველოს!
#თავისუფლებამიშას და ნიკას!
Slava Ukrayni!??❤️??❤️??❤️??✌️”

თეგები: გიორგი ბარამიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved