• რეკლამა
  • კონტაქტი
10:21, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შემოვარდნენ “მაგარი ბიჭები” და დაიწყეს ლანძღვა…” – ზვიად ტომარაძე

"ძალიან მახარებს რუსეთის მარცხი"

ალია ავტორი - ალია
21:15 11-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
342

„ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე:

გუშინდელ სტატუსზე შემოვარდნენ “მაგარი ბიჭები” და დაიწყეს ლანძღვა, რა თქმა უნდა მიიღეს ბლოკი და კომენტარები წავშალე, კორექტულად აზრის გამოთქმას და კრიტიკას არავის ვუშლი.
ძაან მაინტერესებს სად იყო ეს მამაცი ხალხი, წლების წინ ულტრალიბერალური შემოტევის დროს, როდესაც ძალიან ცოტანი ვაპროტესტებდით სხვადასხვა უკეთურობას? სულ 400 კაცამდე ვიდექით იუსტიციასთან ერთკვირიან აქციებზე ქართული მიწები რომ არ გაყიდულოყო, მხოლოდ 300 კაცი ვიყავით ბინადრობის გაყიდვის აკრძალვაზე კანცელარიასთან და კიდევ უამრავი ფაქტის მოყვანა შემიძლია… ან რომელს ეყოფოდა გამბედაობა საქართველოს და ირანის საელჩოს გაფრთხილებისა, თქვენივე უსაფრთხოებისთვის ჯობია ფერეიდანში წიგნები არ წაიღოთო და მაინც რომ ჩაეტანათ?
რუსეთის მიმართ ყოველთვის ნეგატიურად ვიყავი განწყობილი და ვერც წარმომიდგენია ქართველი კაცი მათ მიმართ როგორ უნდა იყოს განწყობილი დადებითად? არესტოვიჩის ან ზელინსკის მიერ ჩვენს მიმართ გაკეთებული უმადური და შეურაცხმყოფელი განცხადებებიც მეც გავაკრიტიკე, მაგრამ მაგის გამო, რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის მხარეს დადგომა ხომ რბილად რომ ვთქვათ, გამართლებად ვერ გამოდგება?
ქართული იდენტობის შენარჩუნების საქმეში, რომლის ძირითად ფაქტორად ეროვნულობა (ნაციონალიზმი, კონსერვატიზმი) გვესახება, რუსეთის რაიმე ფორმით დაკავშირება არასწორია, რადგან სწორედ რუსეთი იყო ილიასეული “მამული ენა სარწმუნოება” მტერი, თან სამივესი! მამული არაერთხელ წაგვართვა და ახლაც წართმეული აქვს, ქართული ენის გაუქმების მცდელობაც არაერთხელ ჰქონია და ავტოკეფალიაც სწორედ მათ გაგვიუქმეს, ეკლესიების გადაღებვასა და დიპტიხზე რომ აღარაფერი ვთქვათ… თუმცა ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს გასაღები რუსეთშია და სწორედ მტერს უნდა ელაპარაკო, ასე იქცეოდნენ ჩვენი მეფეებიც…
ძალიან მახარებს რუსეთის ნებისმიერი მარცხი, ქართული მიწების წართმევის გამო, ანწუხელიძის გამო, ტატუნაშვილის გამო, შინდისის გმირების გამო და სხვა მრავალი ისტორიული ფაქტის გამო, ვისაც არ ახარებს და ამის გამო რუსეთუმეს ეძახიან, სწყინთ:) არადა საწყენი რატომ არის? თუ წამყვანი პარტიები დასავლეთში ხედავენ ხსნას და პროდასავლურები არიან, ვინც რუსეთთან ძმობაში ხედავს ხსნას და მათ გულშემატკივრობს, ის პრორუსული ორიენტაციის როგორ არ გამოდის?:)
ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ უმრავლესობა საღად აზროვნებს და ჩემსავით არც თანამედროვე დასავლური ღირებულებები მოსწონს და არც რუსეთის მიმართ არის კეთილგანწყობილი, აცნობიერებს რომ მტრულ გარემოში ვცხოვრობთ და ჩვენი მოკავშირე მხოლოდ უფალია!

 

“რუსეთის “უძლეველი არმია” უკან-უკან იხევს, არადა…” – ზვიად ტომარაძე

თეგები: ზვიად ტომარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved