• რეკლამა
  • კონტაქტი
22:43, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შემოსავლების სამსახური იკვლევს გერმანიის ელჩის მიერ ხაზარაძის ოჯახისგან ბინის ქირაობისას შესაძლო დარღვევის ფაქტს

ალია ავტორი - ალია
14:30 08-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
100

შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული ბინის, საქართველოში გერმანიის ელჩისთვის, პეტერ ფიშერისთვის სავარაუდოდ იჯარით გაცემისას საგადასახადო ვალდებულებისგან შესაძლო თავის არიდების ფაქტზე.

ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, საკითხის ანალიზისას გამოვლინდა „შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა“, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა უკვე დაიწყო ფაქტების მოკვლევა:

„ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გატარდება კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები“, – წერია განცხადებაში.

ინფორმაცია, რომ გერმანიის ელჩი საქართველოში ბინას მამუკა ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს და არ არსებობს „ქირავნობის ხელშეკრულება“ გასული კვირის ბოლოს გავრცელდა.

მათ შორის, ინფორმაციას აქტიურად ავრცელებდა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანია “იმედი”.

ამ ინფორმაციას 2 აგვისტოს განცხადებით გამოეხმაურნენ მამუკა ხაზარაძის ოჯახის ადვოკატები.

მათი მტკიცებით, მედიაში გავრცელებული ცნობები მორიგი პროპაგანდისტული თავდასხმაა ერთი მრივ, მამუკა ხაზარაძის ოჯახზე, მეორე მხრივ კი გერმანიის სახელმწიფოს მიმართ:

“გერმანიის ელჩისთვის, ხაზარაძეების ოჯახის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გადაცემის შესახებ არსებობს ყველა სამართლებრივი წესის დაცვით შედგენილი, ნოტარიულად დადასტურებული ხელშეკრულება (N221439682 / 21.10.2022 წ.). გერმანიის ფედერაციის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან სხვაგვარი, ანუ არადოკუმენტირებული თანამშრომლობა შეუძლებელია!“, – აცხადებენ ისინი.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved