• რეკლამა
  • კონტაქტი
00:22, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შემომთავაზეს გავლანძღავთ იმ ხალხსო” – თეონა ცხომელიძე

ალია ავტორი - ალია
15:15 09-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე სოციალურ ქსელში წერს:

“თუ კოვიდთან მოუწევს ბრძოლა. ბევრი ადამიანი მწერს, რომ ელოდება ამ კოვიდ დღიურებს, ამიტომ:

#კოვიდდადებითი დღე 5

გუშინ ღამე პირველად რაც აქ ვარ სიცხე მქონდა, კარგად დამაგდო. ცოტა სურდოც დაემატა, ხველა და ვიფიქრე – აი, მორჩა დაიწყოთქო…
რა სიგიჟეა – ვწევარ არ ვინძრევი და სიმპტომები თავისით ემატება. მაგრამ დღეს დილით არც სიცხე მაქვს და თავსაც ისევ ჩვეულებრივად ვგრძნობ.
მარტო ვახველებ და ისევ ვსუნთქავ ინჰალატორიდან. გემოს მიყვა ყნოსვა, ვერაფერს ვგრძნობ. სუმანოს ვისხამ ხელზე და თოთქოს წყალია. არა და ცხვირით ჩვეულებრივად ვსუნთქავ -perfect sense-ის პერსონაჟივით ვარ.

ვიღაცეები წერენ თურმე რომ კორონა არ არსებობს და მე ფული ავიღე აქ მოხვედრაში, გულრწფელად რომ გითხრათ, ეგრე მერჩივნა, მაგრამ არაა. ამიტომ სისულელეების ფრქვევას, უბრალოდ პირბადე ატარეთ – ასე ჯობია. მე მეცინება, დედაჩემი და ჩემი და კი ნერვიულობენ ამ კომენტარებზე – შემომთავაზეს გავლანძღავთ იმ ხალხსო, ვუთხარი, რომ იმათ თავიანთი გაჭირვებიათ და დავიკიდეთ. მარტო ერთს ვუსურვე აქ მოხვედრა, წერდა არც გამოსულა იმ ბოქსირებულიდანო…


ეს თითო შეშლილი რა მოსატანია იმ ჯადოქრობასთან რაც ჩემს თავს ხდება და კორონაზე ბევრად, ბევრად მნიშვნელოვანია. მინდა მოგიყვეთ თ ა ნ ა დ გ ო მ ა ზ ე:

თუ გგონიათ რომ რომელიმე მესიჯი არ მინახავს იმ ათასობით
გზავნილიდან, რაც მომდის ყველა ქსელში, ცდებით… თუ გგონიათ რომ კომენტარები გამომრჩა ასევე ცდებით. ყველაფერს ვკითხულობ, ვერ ვპასუხობ უბრალოდ ჯერ. – თითქოს ხომ მარტივად ბანალურია ‘გისურვებ გამოჯანმრთელებას’?! არა, ხალხო, ა რ ა ! სრულიად ჯადოსნურია. ისეთი სიძლიერის ტალღამ გადამიარა ამ ზარების, მესიჯების, სურვილების, უცნობი ადამიანების წერილების, აქ ფანჯრებთან მოსვლა-გამხნევების, რომ რა კორონა?! ვინც მიცნობს იცის – სენტიმენტებში მიჭირს, მაგრამ უნდა იცოდეთ რომ რაღაც ზებუნებრივს ქმნით ყველა ერთად. ეს რა ყოფილა, მადლობა კორონას

სხვა ყველაფერი ძველებურადაა, მეტიც ზუსტად ისევ ისე. აქ შემოსულ გადაფუთულ ექიმებს მხოლოდ სიმაღლით ვარჩევ, დღეში ერთხელ შემოდიან და ფარის მიღმა ამოკეტილები გვესაუბრებიან შორიდან. გუშინდელს გავარჩიე თვალზე ლაინერი ესვა და ისეთი შორეული იყო… სხვა სამყაროში ისვამენ ქალები ლაინერებს. წეღან ერთი წამით დერეფანში გავიხედე, სადაც გასვლის უფლება ცხადია არ გვაქვს და იმხელა მეჩვენა! დავუბრუნდი ჩემს კუთვნის ოთხ კვადრატს.

მედდა ლალი ისევ ქარიშხალივითაა, 25 დღე უნდა გადავაბაო, ვერ ვათქმევინეთ რას სვამს ასეთს. 19 კოვიდ-19იანი ყოფილა ჩვენს სართულზე, ერთი მძიმეა. დანარჩენები მდუმარედ ვგულშემატკივრობთ იმ ერთს.

კირამ გუშინ მკითხა – ათზე მოხვალო? არათქო… აბაო? პასუხი არ მქონდა”

თეგები: თეონა ცხომელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved