• რეკლამა
  • კონტაქტი
09:14, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შემოიჭრნენ განჩინების გარეშე, მთელი ოჯახი ააწიოკეს, მანქანაში ჩატენეს” – სპეცოპერაცია აქციის მონაწილის დასაკავებლად და ოჯახის ბრალდება შსს-ს

ალია ავტორი - ალია
19:07 12-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში გამართულ აქციაზე მონაწილეობისთვის დაკავებული სამი პირიდან ორს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან, ხოლო ერთს პოლიციელებზე თავდასხმასა და ძალადობას.

ძალადობაში ბრალდებული ახალციხეში მცხოვრები სტეფანე გიკოშვილია. გიკოშვილთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები დილით მივიდნენ და ოჯახის ინფორმაციით, მოტყუებით დააკავეს. მათივე თქმით, პოლიციამ დააკავა გიკოშვილის მეზობელიც, რომელიც მის დახმარებას ცდილობდა.

მოგვიანებით, ახსნა-განმარტების მისაღებად პოლიციაში სტეფანე გიკოშვილის შვილი მივიდა, თუმცა პოლიციელებმა ისიც დააკავეს.

ოჯახის წევრების თქმით, სტეფანე გიკოშვილი პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, ვინაიდან ის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მონაწილეობას იღებდა.

“მოტყუებით გაიყვანეს გარეთ და ჩატენეს მანქანაში. ვეწინააღმდეგებოდით იმიტომ, რომ არასამართლიანი იყო. თუ აპატიმრებ განჩინება უნდა ჩაგვაბარო, წარმოადგინო ბრალი და იმის საფუძველზე დააპატიმრო, მაგრამ არაფერი არ ჩაგვაბარეს, შემოიჭრნენ და მთელი ოჯახი ააწიოკეს. არც ის გვითხრეს, სად გადაჰყავდათ. პოლიტიკურად აქტიურობის გამო დააპატიმრეს და ასე დევნიან”,-თქვა გიკოშვილის ოჯახის წევრმა.

წყარო – მთავარი

თეგები: აქციავახტანგ გომელაურიშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved