უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერი არ გამორიცხავს, უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართოს, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე – ამის შესახებ დავით არახამიამ კიევში, “მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობის” დაფუძნების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
არახამიას შეფასებით, როგორც “ოცნების” ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს ექცევა, სწორედ მკვლელობის მცდელობაა:
“მე, როგორც დეპუტატმა ჩემს კოლეგებთან ერთად, შემიძლია მივმართო უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომ მან დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, რადგან რასაც ისინი აკეთებენ, მკვლელობის მცდელობაა. ჩვენი მიზანი უმაღლეს რადაში იმ დადგენილების მიღებისას იყო ის, რომ რაც შეიძლება მეტმა ევროპელმა პარლამენტარმა მიიღოს მსგავსი რეზოლუცია.” განაცხადა არახამიამ
მთავარი არხი
კომენტარები