• რეკლამა
  • კონტაქტი
11:09, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეხედეთ პოლიტიკოსების რიტორიკას, ბოლო სამი თვის განმავლობაში რომელს უხსენებია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არც ერთს, ალბათ, გარდა ჩვენი გუნდის წევრებისა, მუდმივი რევოლუციების შეძახილების ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება?! – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:12 08-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

 ჩვენ არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, იყო უმძიმესი შეცდომებიც, იყო სამოქალაქო დაპირისპირებაც, ომიც, ომი რუსეთთან, დროებით დაკარგული ტერიტორიები – აფხაზეთი და ოსეთი-ცხინვალის რეგიონი, რაც, რა თქმა  უნდა, ჩვენი ტკივილია. ამ გაკვეთილებზე ჩვენ ვსწავლობთ და მივდივართ წინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩხოროწყუში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, დათო გოგუას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, “ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო ქვეყანაში გრძელვადიანი, მშვიდობიანი პერიოდის  და თავისუფლების  მოტანა მოქალაქეებისთვის.

„ბოლო 8 წლის განმავლობაში, ეს არის უნიკალური პერიოდი, უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი, მეგობრებო. ყველა მმართველის დროს ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები. ჩვენ ომი გვქონდა არა მხოლოდ  მომხდურ მტერთან, არამედ შიდა ომიც, რამაც გამოუსწორებელი შედეგები დააყენა ჩვენი მოსახლეობისთვის და ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად მაშინ, ვთქვათ პირდაპირ – რა თქმა უნდა, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი  ხალხი დაზარალდა, დაწყებული დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღეებიდან, დამთავრებული 2008 წლის ომით. მანამდე დაანგრიეს ქარხნები, ფაბრიკები  დაშალეს, ათასობით და მილიონობით ადამიანი დარჩა უსამსახუროდ  და ეს მართლაც კატასტროფა იყო. კატასტროფული შედეგები მივიღეთ ჩვენ ყველამ ერთად ამ შიდა არეულობით და ერთმანეთთან დაპირისპირებით. ყველაზე მეტად რაც ჩვენ გვაკლია დღეს, არის სწორედ ერთობა.  რა გზავნილს ვუგზავნით, რა გზავნილს  ვთავაზობთ  ჩვენს აფხაზებს, ჩვენს ოსებს, ძმებს და დებს, როცა ისინი უყურებენ, რომ ჩვენ შიგნით ვართ ასეთი არეულები და ერთმანეთში ვერ ჩამოვყალიბებულვართ რა გვინდა, როგორ გვინდა,  საით გვინდა  და მუდმივი რევოლუციების შეძახილებით, ამ შეძახილების ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება?!  და შეხედეთ მაშინ პოლიტიკოსების რიტორიკას, ძალიან მარტივი ექსპერიმენტი შეიძლება ჩავატაროთ ჩვენ, ბოლო სამი თვის  განმავლობაში რომელს უხსენებია  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა? – არც ერთს ალბათ, გარდა ჩვენი  გუნდის წევრებისა.  მათი ამოცანა  ხომ არ არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, მათ ჩვენი ქვეყანა დაშალეს და  ტერიტორიების 20% გადასცეს რუსეთს. რუსეთის ოკუპაციას წინ ვერ აღუდგნენ და სწორედ ის დიდი პროვოკაცია ვერ აირიდეს თავიდან. შესაბამისად, მეგობრებო ის ძალა, რომელმაც ვერ აარიდა ჩვენს მოსახლეობას ასეთი პროვოკაცია, რამაც გამოიწვია ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა და  ოკუპაცია, დაგვაკარგვინა  კოდორის ხეობა, ასზე მეტი სოფელი ცხინვალის რეგიონში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შეძლებს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას?! თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ძალა როგორღაც, რევოლუციის გზით დაბრუნდა საქართველოში ხელისუფლებაში, ეს ავტომატურად გამოიწვევს უფრო მეტი ტერიტორიების დაკარგვას, უფრო მეტ ქაოსს, არეულობას, დესტაბილიზაციას. რა თქმა უნდა, ეს არასოდეს არ მოხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დღეს ხელისუფლებაში. ჩვენი ძლიერი და მტკიცე გუნდი ვართ ხელისუფლებაში და ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის დაცვაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved