• რეკლამა
  • კონტაქტი
08:14, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეხედეთ ჩვენს ოპონენტებს, არავინ საუბრობს არც ხვალინდელ დღეზე, არც ხედვებზე, რადგან არ გააჩნიათ, მათი ერთადერთი მიზანი არის ხელისუფლებაში დაბრუნება, რაც თეორიულადაც კი გამორიცხულია – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:51 09-10-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა უმუშევრობა და სიღარიბეა, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება სიღარიბე და უმუშევრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ დუშეთის მერობის კანდიდატის, მანანა ნარიმანიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც განხორციელდება, სწორედ ამ მთავარი გამოწვევის, მთავარი მტრის დასამარცხებლად უნდა იყოს გამიზნული და ორიენტირებული.

„ჩვენთვის არ არსებობს სხვა გამოწვევა, გარდა ოკუპაციისა, სიღარიბისა და უმუშევრობისა. ამ სამ მთავარ გამოწვევაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ვფიქრობ, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევით ჩვენ აუცილებლად დავძლევთ ოკუპაციის გამოწვევასაც, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს და ასეც არის, უალტერნატივო პერსპექტივა ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. შეხედეთ ჩვენს ოპონენტებს, არავინ საუბრობს არც ხვალინდელ დღეზე, არც გეგმებზე, არც ხედვებზე, რადგან არ გააჩნიათ. მათი ერთადერთი მიზანი არის ხელისუფლებაში დაბრუნება, რაც თეორიულადაც კი გამორიცხულია, რადგან ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, 70%-ზე მეტი, 75% არის წინააღმდეგი ყოფილი ხელისუფლების და მათი ჯალათების. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ამის განმეორების უფლებას არ მივცემთ. ამიტომ ჩვენ მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა და განვითარება. განვითარება უნდა შევიდეს ყველა ქალაქში, რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროექტების დაწყებას. სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა მომდევნო წლების განმავლობაში. ეს სიკეთე გადანაწილდება რეგიონების მიხედვით. თითოეულ მუნიციპალიტეტს მოვარგებთ პროექტებსა და პროგრამებს, რომელიც იქ არსებულ გამოწვევებს გადაჭრის, ასევე გათვალისწინებული იქნება ის რესურსები და პოტენციალი, რომელიც თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებობს. ჩემი დავალებით ვმუშაობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას, განახლდეს, როგორც ძველი, ასევე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრები, რომ მეტი დამსვენებელი მოვიზიდოთ, წავახალისოთ როგორც შიდა ტურიზმი, ასევე გავზარდოთ გარედან ტურისტების რაოდენობა. 2,5 მილიარდი ლარი დაიხარჯება მომდევნო 3 წლის განმავლობაში ადგილობრივი წარმოების განვითარების კუთხით, ეს არის 1300 ახალი საწარმოს დაფინანსება და ჩვენი გათვლებით, მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამ პროექტებსა და პროგრამებსაც ასევე გადავანაწილებთ რეგიონების მიხედვით, ისე, რომ ერთ რომელიმე კონკრეტულ რეგიონში არ იყოს თავმოყრილი ეს სიკეთეები.“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 800 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით, იმისთვის, რომ მომავალმა თაობებმა ჯანსაღ, ევროპული ტიპის სკოლებში მიიღონ განათლება.

„ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 32 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა მომდევნო წლების განმავლობაში გზების, ხიდების მშენებლობის დასაფინანსებლად. ასევე მინდა აღვნიშნო ურბანული განახლების პროგრამა, რომელიც დავიწყეთ და დუშეთშიც, ძალიან მალე იხილავთ ხელშესახებ პროგრესს და სიკეთეს, რომელიც ჩვენი დაფინანსებით ხორციელდება. თანდათანობით ჩვენ უნდა გარდავქმნათ და ევროპული ტიპის ქალაქებად ვაქციოთ ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი. ჩვენი ღრმა რწმენით, ამ ყველაფრის შედეგად ქვეყანა გარდაიქმნება და რეალურად შეიძლება გახდეს მართლაც სამაგალითო, ევროპული ტიპის ქვეყანა. ასეც არის, გვაქვს უნიკალური ქვეყანა თავისი გამორჩეული ბუნებით, პოტენციალით, რესურსებით და გამორჩეული ხალხით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved