• რეკლამა
  • კონტაქტი
08:18, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეიძლება ქუჩაში იდგეთ და ჩაგცხროლონ… “სახიფათო შეტევა მიდის სიტყვის და მედიის თავისუფლებაზე” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:50 09-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:

“სახიფათო შეტევა მიდის სიტყვის და მედიის თავისუფლებაზე.

უტევენ ყველა მხრიდან.

ქვეყნის ხელისუფლებამ სიტყვა ფსიქოლოგიური ძალადობის იარაღად გამოაცხადა და ადამიანებზე, ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას ამით ამართლებს.

სიტყვა და ძალადობა სინონიმები გახადა.

ამის პარალელურად, მრავალარხიანი ცილისწამების მანქანით ღვრის ურთიერთგამომრიცხავი ბოდვის ნიაღვარს, მხოლოდ ერთი ამოცანით, რომ ადამიანებს მტყუან მართლის გარჩევა მობეზრდეთ და ჩაიძირონ იმ რეალობაში, სადაც არც სიმართლე არსებობს და ყველაფერი მოსულა – ესაა პოსტ-საბჭოთა პუტინისტური ჭაობი.

ეს რეალობა რომ პუტინისტურია, მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ამაზე ბევრი იწერება, ბევრი ავტორი წერს – პიტერ პომერანცევის წიგნია, ამავე სათაურით პუტინისტურ რუსეთზე, სადაც სიმართლე არ არსებობს და ყველაფერო მოსულა. გირჩევთ. ამას გარდა ძალიან, ძალიან ბევრი იწერება კრემლის პროპაგანდის ამოცანებზე – მე არ ვიგონებ.

იქ, სადაც სიმართლე არ არსებობს და ყველაფერი მოსულა, პრობლემა არა ძალადობა, არამედ ამ ძალადობის გაშუქებაა – ეს ხომ სიმართლის ძიების მცდელობაა, სიმართლე ხომ არ არსებობს, ხომ ყველაფერი მოსულა.

ძალიან სახიფათოა ეს რეალობა, როდესაც არა პრობლემას, არამედ ამ პრობლემის გაშუქებას, ამ პრობლემაზე საუბარს მიიჩნევენ დანაშაულად.

კი, ასეთ სახიფათო რეალობაში ვართ, რომ შეიძლება ქუჩაში იდგეთ და ჩაგცხროლონ.

ეს რეალობა შექმნა ივანიშვილმა და მისმა ბანდამ – როდესაც 8 სული ქურდის, კრიმინალური სამყაროს ზურგით მოვიდა, როდესაც კრიმინალები პოლიტპატიმრებად შერაცხა, როდესაც მოგვიწოდა, რომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ გაზრდილ კრიმინალს, როდესაც კრიმიანლები და მოძალადეები პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად აქცია, როდესაც ამ არჩევნებზეც, მათთან ერთად შეეცდება ამომრჩევლის კონტროლს.

როდესაც კრიმინალთან ვალში ხარ, “კრიმინალი თავს კარგად გრძნობს” და მისი წონა მეტია, ვიდრე კანონმორჩილი მოქალაქის, ასეთი ქაოსი იწყება.

რაც შეეხება გაშუქებაზე პანიკას – კი თქვენზე თვლის, ვინც პანიკაში გაშუქებამ ჩაგაგდოთ და არა იმან, რომ ასეთი ფაქტი მოხდა.”

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved