• რეკლამა
  • კონტაქტი
19:09, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეიძლება მითხრათ, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, არა, ბაბუაჩემი იყო ოლიგარქი – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
16:48 11-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,846

“ქართულ ოცნებაზე” გული ერევა უკვე მთელ ევროპას, იმდენად თაღლითი მატყუარების სახე აქვთ,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, “ოცნებას” ოპოზიციის ერთობა ძალიან აღელვებს.

“ვიცი, რომ “ოცნებას” ძალიან აღელვებს ჩვენი ერთიანობა იმიტომ, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ სიმართლეს. რაც პარლამენტში ხდება, რაც გუშინ ან გუშინწინ დაარეგისტრირეს, ყველაფერი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ამაზე პასუხს ნახავთ სამშაბათს, ევროპარლამენტის შუალედურ დასკვნაში საქართველოში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით. “ქართულ ოცნებაზე” გული ერევა უკვე მთელ ევროპას, იმდენად თაღლითი მატყუარების სახე აქვთ. ამას დაამარცხებს მხოლოდ და მხოლოდ პროევროპულ ფლანგზე ერთიანობა. ყველა, ვინც პროევროპულია, გულწრლფელად გეუბნებით, გაემიჯნეთ პრორუსულ “ქართულ ოცნებას”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რატომ არ იღებენ მონაწილეობას “ქართული ოცნების” მიერ ევრორეკომენდაციებთან დაკავშირებული კანონპროექტების შემუშავებაში. მისი თქმით, აღნიშნულ კანონპროექტებს ევროპაში “სისულელეს და აბსურდს” უწოდებენ.

“რაში [არ ვიღებთ მონაწილეობას]? კანონების განხილვაში, რომელზეც ევროპა ამბობს, რომ სისულელე და აბსურდია? დეოლიგარქიზაციის კანონზე პირდაპირ უთხრეს – ვის ატყუებთ? უკრაინულ მოდელს არავინ სთხოვს “ქართულ ოცნებას”. “ქართულ ოცნებას” რეალურ დეოლიგარქიზაციას სთხოვენ. ისიც შეიძლება მითხრათ, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. არა, ბაბუაჩემი იყო ოლიგარქი. სანამ სიმართლეს თვალს არ გაუსწორებთ და კობახიძის ნათქვამ სისულელეს კითხვაში გაიმეორებთ, საშველი არ იქნება”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის საავტორო ღონისძიებების სერია – GitHub-თან პარტნიორობით CO-CREATE INNOVATION-ის მეორე შეხვედრა გაიმართა

18:25 10-29-2026
კახეთის სასტუმროები
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები – სად დავრჩეთ რეგიონის უკეთ გასაცნობად?

17:17 10-29-2026
Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია
ახალი ამბები

Euromoney: თიბისი ფულადი სახსრების მართვაში კორპორატიული კლიენტების N1 არჩევანია

16:33 10-29-2026
პეპტიდები
ახალი ამბები

ორგანიზმის აღდგენა და გაახალგაზრდავება – რა უნდა იცოდეთ პეპტიდების შესახებ?

16:22 10-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved