• რეკლამა
  • კონტაქტი
03:12, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეიძლება კიდევ ერთხელ ჩასაკეტი გახდეს ყველაფერი, ძალიან რთული ვითარებაა”

ალია ავტორი - ალია
18:02 07-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქვეყანა შესაძლოა მორიგი რეგულაციების წინაშე დადგეს. არსებულ სიტუაციაზე „პრაიმტაიმნიუსთან“თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსორებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ისაუბრა:

„ქვეყანაში ნამდვილად ძალიან რთული ვითარება გახლავთ. ასეთ ვითარებას ამ პერიოდისათვის არ ველოდით, ცოტა უფრო მოგვიანებით. ეს ყველაფერი მაინც მოქალაქეების უპასუხისმგებლობის გამო მოხდა. მე სრულიად ვეთანხმები პოზიციას, რომ გარდაბნის სოფლები უნდა დაიკეტოს, თორემ ისეთი პირი უჩანს, რომ ძალიან დრამატულად განვითარდება სიტუაცია.

მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ კორონავირუსი არ არის მსუბუქი ინფექცია. ეს მართლაც მძიმე ინფექციაა და ნურავის ჰგონია, რომ ვირუსი კლინიკურად მაინცდამაინც გამოკვლეული, რომ არ არის, ლაბორატორიულ მონაცემებში ცვლილებები არ აქვთ. აი, ეს არის ამ დაავადების სივერაგე, რომ კლინიკურად ცვლილება არ იკვეთება, ხოლო ლაბორატორიულ მონაცემებში სივერაგეა. რას ტოვებს ვირუსი ორგანიზმში, არავინ იცის.

თუ ასე გაგრძელდა, მისაღები იქნება მაქსიმალურად უკიდურესი ზომები, რათა ამ დაავადების განვითარება არ მოხდეს. თორემ თუ ინფიცირებულთა რაოდენობა პირველ ტალღას გადააჭარბებს, ვითარება ცოტა რთულად იქნება.

თქვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ნიღბებითაც ნაკლებად დადის. უკვე ძალიან სერიოზული თავშეყრები ხდება და ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ დაიწყო ძალიან ადრე მეორე ტალღა. თუ რეგულაციები არ გამკაცრდა და ჩვენმა მოქალაქეებმა არ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ყველამ ვიაროთ ნიღბით და ყველამ დავიცვათ ხელის დაბანის წესი, რა თქმა უნდა, რეგულაციები გამკაცრდება.

თუ ისე წავიდა საქმე, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენც ვეღარ მოვათავსეთ პაციენტები კლინიკებში, დამერწმუნეთ, რომ იქნება მაღალი ლეტალობა. იმის გარკვევა ბინაზე ვინ, როგორ იქნება და როდის დამძიმდება, არავინ იცის.

ამდენად, ვთხოვ მოსახლეობას, რომ იყვნენ ყურადღებით და როგორმე შევძლოთ, რომ გადავრჩეთ. ძალიან დაარტყამს მოსახლეობის ჯანმრთელობას და ეკონომიკას ის, რომ კიდევ ერთხელ ჩასაკეტი გახდეს ყველაფერი. სხვათაშორის, ბოლოს შემოსული უსიმპტომო პაციენტები მძიმეები არიან. სიმძიმე წამოვიდა უფრო მეტი. იყო წამოსული ტენდენცია უფრო შემსუბუქებისკენ, მაგრამ ორი-სამი დღეა ზედაპირული დაკვირვებით ასეა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved