• რეკლამა
  • კონტაქტი
02:51, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გუშინ რაღაც დამთავრდა და მოისვენებს – მშვენიერაძე

ალია ავტორი - ალია
21:20 07-04-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
281

 3 ივლისის აქციის ერთ– ერთი ორგანიზატორი, გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში წერს :

“საქართველოს ისევ არ აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ამის მიღების პერსპექტივაც დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო ეჭვქვეშ დგება.
ქვეყანას ისევ ძალაუფლებითა და შიშებით შეპყრობილი ოლიგარქი მართავს, როგორც საკუთარ შპს-ს. მართავს დიტო სამხარაძეების ხელით და ლექსიკით. დღეს ნათლად ჩანს, რომ ის არ აპირებს რაიმეს დათმობას ნებით, რადგან მას მხოლოდ ძალის ენა ესმის.
ის იანუკოვიჩზე უარესს ჩაიდენს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რადგან ეს ხალხი როგორც ბატონს ყმები ისე “უყვარს” და არასდროს დაიშურებს მათთვის მათრახს. ეს დროა მოცემულობად მივიღოთ და მზად ვიყოთ.
ის ვერ იტანს დასავლურ ფასეულობებს, დემოკრატიას – სადაც მართავს ხალხი და არა მეფე; თავისუფლებას – სადაც მონები არ არსებობენ, რადგან თავად ერთი მხრივ მონათმფლობელია, ხოლო მეორე მხრივ მონა; თანასწორობას – რადგან თანასოწრად არავინ მიაჩნია.
გუშინ, 3 ივლისს, ივანიშვილის ოლიგარქიამ კიდევ ერთხელ ცხადად გვითხრა, რომ ის არ აპირებს რაიმეს დათმობას, რადგან მისთვის საკუთარი სკამი უფრო ძვირფასია, ვიდრე ქართველი ხალხის ევროპული მომავალი. შექმნილი მდგომარეობა ჩვენგან სწორ ანალიზს საჭიროებს, მათ შორის გუშინდელი დღის, სადაც ხალხი და აქციის ორგანიზატორები ერთმანეთს ავცდით. გამოტანილი დასკვნები გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის. ჩემთვის დღეასავით ნათელია, რომ არსებული მდგომარეობა ჩვენგან მოითხოვს გაცილებით მწვავე მოქმედებას, რასაც სჭირდება გონიერება – რათა გულმა არ სძლიოს ტვინს, რწმენა – რომ გამარჯვება გარდაუვალია და სიმამაცე – რომ მუდმივად მზად იყო თავგანწირვისთვის.
შეიძლება ივანიშვილი ფიქრობს, რომ გუშინ რაღაც დამთავრდა და მოისვენებს, მაგრამ ასე არ იქნება. გუშინ დაიწყო ამ ისტორიული ბრძოლის ახალი, ოლიგარქიისთვის უფრო საშიში და რთული ეტაპი. ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, წინ ევროკავშირია.
წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ!”

 

თეგები: გიორგი მშვენიერაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved