• რეკლამა
  • კონტაქტი
08:09, კვირა, 11 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გავედით ბოლოში” – ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:40 10-17-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
984

ვფიქრობ, რომ საქართველომ, ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი, მიუხედავად დესტრუქციისა და საბოტაჟისა ოპოზიციის მხრიდან, შიდა თუ გარე მტრების მონდომებისა, რომ ეს პროცესი რამენაირად შეფერხებულიყო, ჩვენ, შეიძლება ითქვას, რომ გავედით ბოლოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვიყავით გრანადაში და მე მქონდა არაერთი შეხვედრა ჩვენს ევროპელ ლიდერებთან, საკმაოდ დიდი პროგრესი გვაქვს, მოლოდინები არის საკმაოდ პოზიტიური. არ მინდა, იმაზე მეტი ვთქვა, რაც არის მიზანშეწონილი. მე მივდივარ ბრიუსელში, მექნება შეხვედრები, ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ კომისიასთან, შესაბამის სტრუქტურებთან. ვფიქრობ, რომ საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, ჩვენმა ხელისუფლებამ, მიუხედავად დესტრუქციისა და საბოტაჟისა ოპოზიციის მხრიდან, შიდა თუ გარე მტრების მონდომებისა, რომ ეს პროცესი რამენაირად შეფერხებულიყო, ჩვენ, შეიძლება ითქვას, რომ გავედით ბოლოში. ამ ბოლოში გასვლას ჩვენ ველოდებით იმედიანად, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით, ჩვენი ხალხის მობილიზებით და მათი ნების გამოხატულებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მიუღებელი იქნებოდა სხვა გადაწყვეტილება, ისე, როგორც იყო მიუღებელი, გაუმართლებელი და უხეში შეცდომა დაშვებული ევროპის მხრიდან, მაგრამ აღარ მინდა წარსულზე კომენტარი, უნდა ვიფიქროთ მომავალზე. ბოსნია და ჰერცეგოვინას აქვს სტატუსი, უკრაინას, მოლდოვას. მე ყველას მადლობა მინდა ვუთხრა, წარმატებები ამ ქვეყნებს. მე ჩემს ქვეყანაზე მაქვს მთავარი ფოკუსირება, დამსახურებაზე და ყველაფერზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved