• რეკლამა
  • კონტაქტი
03:09, ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეიძლება ისე დაიღუპონ ვერც გამოემშვიდობონ ერთმანეთს” – ინფიცირებული ოჯახის ისტორია

ალია ავტორი - ალია
01:09 10-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

არქიტექტორ-რესტავრატორი ნესტან თათარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემს მეგობარს, დარეჯან მღებრიშვილს (სახელს იმიტომ ვწერ, რომ აქ ბევრი მისი ნაცნობია, და იქნებ ყველამ ილოცოს მისთვის), გარდაეცვალა ნათესავი და წავიდა წყალტუბოში დასაფლავებაზე. იყო პირბადით, არავისთვის არ უკოცნია, მაგრამ რამდენიმე ნათესავთან გამომშვიდობებისას იყო ზედმეტად ახლოს.

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მასაც და მის თანამგზავრსაც მისცა სიცხე. დარეჯანს დაეწყო ხველებაც, სიცხე მისცა დედამისსაც და მის ძმასაც. დარეჯანმა ტესტი გაიკეთა პოლიკლინიკაში გამრეკელის ქუჩაზე და რადგან ტესტის პასუხი არ მიიღო (!!!!) დროულად არ წავიდა საავადმყოფოში.

საბოლოოდ ყველას დაუდასტურდათ კოვიდი. დარეჯანი, რომელსაც არავითარი ქრონიკული დაავადებები არ აწუხებდა (ზედმეტი წონის გარდა) რამდენიმე დღეში ძალიან ცუდად გახდა, ახლა არის რეანიმაციაში ხელოვნურ სუნთქვაზე, აქვს ტრომბები ფილტვებში, გაეთიშა ერთი თირკმელი.

ასეთივე მდგომარეობაშია მისი დედა სხვა საავადმყოფოში. რადგან უმცროს ძმას კლინიკაში გადაყვანამდე უფროსი ძმა უვლიდა, ამიტომ ის იზოლაციაშია.

ერთი სიტყვით მთელი ოჯახს ის დაემართა, რაც ამ გაზაფხულზე ხშირად გვესმოდა იტალიიდან – ღმერთმა დაიფაროს, უფალო შეიწყალე, მაგრამ ისე შეიძლება დაიღუპონ ვერც გამოემშვიდობონ ერთმანეთს…

გთხოვთ, იყავით ყველა ძალიან ფრთხილად. ისეთი ნაცნობებიც მყავს, ძალიან ადვილად რომ დაამარცხეს ეს ვირუსი, მაგრამ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და არ არის სახუმარო. გისურვებთ ჯანმრთელობას თქვენც და ჩემს დარეჯანსაც თავისი ოჯახით“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ახალი ამბები

არქის საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე

16:27 12-23-2025
400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება
ახალი ამბები

400 ახალი საბაზო სადგური – სელფის მასშტაბური განახლება

15:38 12-23-2025
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved