• რეკლამა
  • კონტაქტი
02:19, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეიძლება გარდაცვალება გამოიწვია ნარკოტიკმა, შეიძლება – არა! ჩვენ დასკვნა არ გაგვიჟღერებია… – ვახტანგ გომელაური

ალია ავტორი - ალია
00:03 07-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, რუსთავი2-თან, კითხვას, როგორ დაასკვნა ექსერტიზამ, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება კავშირშია ნარკოტიკულ ნივთიერებებთან, როდესაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზებს მინიმუმ 25 დღე სჭირდება, ასე უპასუხა:

“შეიძლება 25 დღეც დასჭირდეს ექსპერტიზას, 30 დღეც და მეტიც… ჩვენ დასკვნა არ გაგვიჟღერებია, ტელევიზიებმა წინასწარ დაანონსეს მისი გარდაცვალების მიზეზი… აგერ არის ტელევიზიებში გასული ჩვენი ბრიფინგები. ეგ არ ყოფილა, რითი გარდაიცვალა… იყო ფაქტი სად მოძრაობდა, დეტალებში არ მინდა შევიდე ოჯახი რომ არ გავაღიზიანო, იყო ნარკოტიკების თემა და ბოლოს დაიდო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც სჭირდება ნაკლები დრო, ვიდრე 25 დღე და იქ დაფიქსირდა, სისხლიდან ამოვიდა დიდი დოზის ნარკოტიკის შემცველი… მისი გარდაცვალება შეიძლება გამოიწვია მან (ნარკოტიკმა), შეიძლება – არა , საბოლოო დასკვნა უნდა დადოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ.

იცით, რომ ჩართულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, ჩვენ თვითონ შევთავაზეთ, სხვათა შორის, და ოჯახმა ჩართო. ასევე, შეთავაზებული გვაქვს, რომ ამ ექსპერტიზის შემდეგაც ჩავრთოთ უფრო მაღალკვალიფიცირებული ექსპერტები. მე, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ არ ვაყენებ ქართველ სპეციალისტებს, მაგრამ ეს იმისთვის ხდება, რომ ოჯახი დარწმუნდეს იმაში, რომ ეს მართლაც ასეა.

შევთავაზეთ, რომ ჩავატაროთ უცხოეთში, თავად მოიძიონ, აირჩიონ რომელი ქვეყანა უნდათ, ჩვენ დაველაპარაკებით და ჩავატაროთ კიდევ ერთხელ იმის დასადგენად, თუ რა იყო გარდაცვალების მიზეზი”

“ალია” შეგახსენებთ, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნას შესაძლოა, მართლაც ნაკლები დრო სჭირდება ზოგადად, მაგრამ, მაგალითად, თამარ ბაჩალიაშვილის შემთხვევაში, იგი გარდაცვლილი იპოვეს 22 ივლისს, ხოლო ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა მის საქმეში თარიღდება 19 აგვისტოთი.

თეგები: 5 ივლისის საქმევახტანგ გომელაურილექსო ლაშქარავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved