პარლამენტში თაკო ჩარკვიანმა პრემიერს მიმართა პარლამენტში და თქვა:
“ბატონო ირაკლი, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მე არ ვარ დღეს მოსული სამტროდ. ამ დარბაზში მტრად ვექეცით უკვე ყველა ერთმანეთს, მგონი და ეს ძალიან არ მომწონს. წინა გამომსვლელმა თქვა, რომ საქართელოს ერთი მტერი ჰყავს და ეს ერთი მტერი არის მრავალსაუკუნოვანი რუსეთი.
მე დღეს მოვედი მხოლოდ ერთი რაიმეს გამო, თხოვნით მოვედი, მე განზრახ არ მოვითხოვე თქვენთან შეხვედრა… გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, მოუხმოთ სიმშვიდეს, გადადეთ ყველაფერი, ერთად შეიკრიბოთ მთელი გუნდი, გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი! ეს იქნება უაღრესად, უკიდურესად სახელმწიფოებრივი. ეს იქნება დასავლეთისკენ გადადგმული ნაბიჯი. არც იმაზე საუბარი მჭირდება თქვენთან, ვის მოიაზრებთ მე5 კოლონად. ეგღა მაკლია, ვინმემ მომიაზროს საქართველოში რამედ. ბოლოს და ბოლოს, მთელი ცხოვრება მამაჩემი თავისუფლების ჰიმნს უწერდა ამ ქვეყანას.”
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ამ წუთებში პრემიერს უსმენენ.
კომენტარები