• რეკლამა
  • კონტაქტი
11:49, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეიძლება დამნაშავე სხვა იყოს – ეს სოციალური პრობლემაა” – ქუჩაში დატოვებული ჩვილის საქმის დეტალები

ალია ავტორი - ალია
19:30 06-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

გლდანის ხევში გუშინ მომხდარ ტრაგედიაზე ახალი დეტალები ისევ უფლებადამცველევმა გააჟღერეს, მართალია, ისინი მუდმიად მოგვიწოდებენ არ ვწეროთ ფაქტების გარეშე, თუმცა, დღეს გაკეთდა წინასწარი განცხადებები იმის შესახებ, რომ არ არის გამორიცხული გარდაცვლილი ჩვილის დედა თავადაც ძალადობის მსხვერპლი იყოს, ან სულაც სხვა იყოს დამნაშავე.

ადვოკატები იმასაც მოგვიწოდებენ, განსაკუთრებით სიფრთხილით გავაშუქოთ ასეთი სენსიტიური თემები, რადგან, ეს არ არის თურმე ყაჩაღობა, ან ქურდობა.

საქმე იმაში არაა, რომელი მუხლითაა საქმე აღძრული და ნებისმიერი საქმე შეიძლება იყოს სენსიტიური მასში მონაწილების პირების ვინაობის ან ასაკის გამო.

ჩვილის დედა გამოძიებამ მოწმის სტატუსით, სოცმუშაკის და ფსიქოლოგის თანდასწრებით დაკითხა.

გლდანი ნაძალადევის ცენტრის სოციალური მუშაკი გვანცა ღონღაძე რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას ამბობს:

„რაც ამ შემთხვევასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენი სამსახური გამოკითხვას დაესწრო საპროცესო წარმომადგენლად, რადგან დედა არის არასრულწლოვანი.

საპროცესო წარმომადგენლობას სწევდა ჩვენი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ფსიქოლოგი არასრულწლოვანთან მუშაობას კვლავ გააგრძელებს.

მას საბოლოო დასკვნა ჯერ არ დაუწერია, უბრალოდ ესწრებოდა გამოკითხვას იმიტომ, რომ გამოკითხვისას ბავშვი ფსიქოლოგიური ან ემოციური ზეწოლის მსხვერპლი არ ყოფილიყო“.

ფაქტს რადიო „თავისუფლებასთან“ აფასებს უფლებადამცველი ანა აბაშიძეც, რომელსაც ამ საქმის სენსაციურ ჭრილში წარმოჩენა მიუღებლად მიაჩნია:

„მედიამ უნდა დაიცვას ზღვარი სენსაციას, საზოგადოებრივ ინტერესსა და სამართლიან გაშუქებას შორის. გუშინ, ამ ყველაფერს მედიამ თავი კიდევ ერთხელ ვერ გაართვა.

ასეთი მგრძნობიარე და ტრაგიკული საქმის გაშუქება და შესწავლა, რომელსაც, დიდი ალბათობით, ორი მსხვერპლი ჰყავს – ბავშვი და ბავშვი, უნდა მოხდეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე.

სიმართლეს, ცხადია, გამოძიება და სასამართლო დაადგენს, მაგრამ მანამდე, მედიამ უნდა თქვას უარი ცდუნებაზე იყოს მოსამართლე. ჩვენ, რეალურად, არ ვიცით, რა მოხდა.

შესაძლოა, ჩვენ სახეზე გვყავს ორი მსხვერპლი და საერთოდ სხვა დამნაშავე.

თუკი დამნაშავე არასრულწლოვანია, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ის ბავშვია და უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმსაჯულების წესები ბავშვებთან მიმართებაში იცვლება.

ამიტომ ნუ მოვიქცევით ისე, რომ მართლმსაჯულება დადგეს, მაგრამ მან შეიწიროს თუნდაც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის ინტერესები.

ეს არ არის ყაჩაღობის ან ქურდობის საქმე, ეს არის სოციალური პრობლემა, და ასეთ სიტუაციებში, ხშირად, სასამართლოში სრულიად იცვლება სურათი და ვისაც დამნაშავედ თვლიდა საზოგადოება, საბოლოოდ, ის მსხვერპლი გამოდის.

ასე რომ, არ არის გამორიცხული, რომ, შესაძლოა, ამ საქმეშიც იგივე შემთხვევასთან გვქონდეს საქმე და მანამდე ნუ გამოვიტანთ განაჩენს ნურც მედია და ნურც საზოგადოება“.

იურისტი ანა თავხელიძე კი მიიჩნევს:

„გამოძიებამ უნდა იკვლიოს, ვინ არის ჩვილის მამა, ხომ არ იყო მოზარდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, იყო თუ არა ბავშვი აღრიცხვაზე სამედიცინო დაწესებულებაში, ჰქონდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციას, აუცილებლად უნდა შეფასდეს ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved