• რეკლამა
  • კონტაქტი
14:26, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეგვფუთეს თავისუფლების ყალბ ბრჭყვიალა ქაღალდში და როგორც რინგზე მოჩხუბარი ძაღლები, ისე შეგვასიეს ერთმანეთს!” – ნინო ახობაძე

ალია ავტორი - ალია
23:25 09-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
178

ექიმი ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ქვეყანაში, სადაც

სუსის ფაილები ტელევიზიონშიკების ხელში ფრიალებს;

სადაც

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის გასასამართლებელ პირს პრეტენზია აქვს გახდეს ქალაქის მერი;

სადაც

პროკურატურიდან ისე გააქვთ მასალები, მზე მაღლაა!

სადაც:

ლაშა ბუღაძე მწერალია;

ყუბანეიშვილი–პოეტი;

თაკო ჩარკვიანი–პუბლიცისტი (!)

ელისო კილაძე ჟურნალისტი;

კულუმბეგოვი–ყველაფრის ექიმი და ტელევარსკვლავი;

ბაჩო ახალაია–პოლიტპატიმარი;

გაქცეული და ძებნილი ექს–პრეზიდენტი–მეგობარი სახელმწიფოს ჩინოვნიკი;

მთავარი საფეხბურთო გუნდი–საქართველოს ნაკრები;

უფლებადამცველი–ნინო ლომჯარია;

ვინმე მამაო facebook-ის კრასავჩიკი;

ვანო ჯავახიშვილი–იუმორისტი;

ჭკუით გატენილი, განათლებული ქალები–ემიგრანტები;

სადაც

ქაცარავა საზღვრებს “დარაჯობს”;

ერთი პოლიტიკური პარტია შარვალჩახდილი დგას და მტერს აჯავრებს;

ცაგარელი უცხოპლანეტელებს ესაუბრება;

სადაც

დაწუნებული პატარძლებივით ფანჩატურში სხედან გამოქცეული “პოლიტიკოსები”;

სადაც დუმბაძე და დოჩანაშვილი წითელი ინტელიგენციაა და სადაც ნანუკა ჟორჟოლიანი ფერად სიყვარულს იცავს;

სადაც კატები ყეფენ და ერთგული ძაღლების ჩამი–ჩუმიც აღარ ისმის

სადაც ჯერ კიდევ

აქა–იქ

ადამიანებს ერთმანეთის ტკივილის და სიხარულის ტარება შეუძლიათ;

აი ამ ქვეყანაში

იმიტომ რომ ვიღაცა პლაკატზე გამოჯგიმული კარიერისტი გახდეს საკრებულოს წევრი

ქვეყანაში, სადაც ყველაფერი თავდაყირა დადგა

სადაც სკამის გამო ყველა ყველაფერს კადრულობს–იქ ზემოთ…

აი ამ ქვეყანაში

სადაც შენი დიპლომი ქაღალდია და

სხვისი დიპლომი დეპუტატის მანდატი,

ადამიანები შეგვფუთეს თავისუფლების ყალბ ბრჭყვიალა ქაღალდში

და

როგორც რინგზე მოჩხუბარი ძაღლები, ისე შეგვასიეს ერთმანეთს!

—–

პოლიტიკაზე ნუ წერო რაა, მთხოვეს რამდენიმეჯერ–არ არისო შენი საქმე;

ვეთანხმები–არ არის ჩემი საქმე

და

არ მინდა ამაზე ვწერო.

ჩემი საქმე თქვენთან გემრიელად ყოფნაა, ტკივილის შემსუბუქებაა–ჩემთვისაც და თქვენთვისაც; ამ ეტაპზე ჩემი საქმე სახლში იწყება და აქ მთავრდება;

და ხანდახან რატომ ვწერ იცი ასე?

იმიტომ რომ

გიყურებთ თქვენ, ჩემს მეგობრებს

როგორ ცდილობთ ყველაფერი ერთმანეთს გადააბრალოთ;

როგორ ტკენთ ერთმანეთს ((

ვის გამო ხალხო?

—-

იცი როგორ მინდაა

რაც კი ცუდი ჩამიდენია, დავჯდე ეხლა და ან ღარიბაშვილს დავაბრალო

ან გახარიას;

მაგრამ

როგორ ვიკადრო აბა ეგ, როცა

აგერ უკვე ლამის ოცდაათი წელია, მეც თქვენთან ერთად ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც

აფხაზეთი აღარ არის;

რუსული წარწერები ჩაანაცვლა ინგლისურმა;

სადაც ჩამოდის ვინმე მიშელი…

და სადაც

ბუღაძე მწერალია

ჩარკვიანი პუბლიცისტი

გრიგოლია ჟურნალისტი;

ხუხაშვილი–ექსპერტი;

ანწუხელიძე მკვდარი

და

ქაცარავა გმირი!

—-

მთელი ეს დურდომი ერთ კაცს როგორ დავაბრალი აბა ((

რატომ ვართ ცუდათ?

ერთმანეთი რომ აღარ გვიყვარს, იმიტომ.

როგორ მენანება ის კარგი

ოდესღაც ჩემი ადამიანები, პოლიტიკამ და პანდემიამ რომ შეისრუტა….

იცი რა მიყვარს სპორტში?

როცა დამარცხებული მიდის და გადაკოცნის ხოლმე გამარჯვებულს;

ერთმანეთს რომ გადაეხვევიან, ეგ მიყვარს.

ადამიანო, ისწავლე რა დამარცხება!

—-

აგერ გათენდება 3 ოქტომბერი და დაიწყება პაწაწინა საცოდავი კაცუნების და ქალების ღნავილი ისევ: გაგვიყალბეეეს….. იიიი…

დაიწყება ზიზღი, გადაბრალება, ბოღმის ნთხევა…

მოდი რაა და დაგვანებეთ თავი!

ჩვენ, უბრალო ადამიანებს უბრალოდ ცხოვრება გვინდა

ნორმალურ

დალაგებულ ქვეყანაში და

დაალაგეთ რაა!!!!!!!

გვაცხოვრეთ ჩვენს გემოზე ისინი, ვისაც ფეხზე გვკიდია რა გვარის კაცი დაჯდება ზემოთ და ფეხზე გვკიდია ტელევიზორი, თავისი ყველა ნაყიდი “ჟურნალისტით”!

—

და თუ დალაგება არ შეგიძლია

სადღა მიდიხარ და სად ეტენები ჰაა?

დაჯე რაა ჩემსავით სახლში და სახლი ალაგე! 

ესე იგი, კაცმა ტორტების ბელაც კი დაიჭირა და ის კაცი მეუბნება შორიდან: “ჩამოვალ და ქვეყანას დაგილაგებო”!

ნეტა როგორ აპირებს, ალბათ ეხლა ლიკას ტორტები უნა დააპატიმროს!

ისე რო დაუფიქრდე, რა იდიოტიზმში გაგვყავს ცხოვრება: იმას მიშა უნდა, მე გრიშა! და ვერ ვრიგდებით…

ზოგს ქმარი ვერ შეუნარჩუნებია ცხოვრების ბოლომდე და გინდათუარა, ეს ან ის პარტია უნდა–სამუდამოდ! სუულ, მთელი დარჩენილი ცხოვრება… 

და ბოლოს, სადღაც რუსულად წავიკითხე:

“ადამიანებო, ღმერთმა მოგცათ: ალკოჰოლი, ძილი და სექსი! რაღატომ ლაპარაკობთ სულ პოლიტიკაზე”?

ნუ ახლა, თუ პირველი და მესამე არა გაქვს, ეს ოხერი ძილი ხო შეგიძლია? დაწე რაა და დაიძინე, რა გახჩო რა ირაკლი….

მიხედე რაა თავს, ისედაც საგიჟეთში გვიწევს ცხოვრება!

ჰოდა იცხოვრე!  იცხოვრე სანამ გაქვს დრო!

მე წავედი, დავიძინო 

……..

რაც ზემოთ ჩამოვწერე, აი მაგათ ყველას ტალახაძის ერთი მედალი წონის ჩემთვის. ალბათ იმიტომაც არ ვბოროტდები 

მიყვარს ჩემი ერთიბეწო საწყალი ქვეყანა;

დაუჭამიათ ერთმანეთი პოლიტიკოსებს

ჩემი საქართველო იმ ბიჭების და გოგოების გულებშია, თავისი ნიჭით რომ გვასახელებენ ხოლმე…

რა ვქნა

ტირილით გული მიმდის, როცა საქართველოს ჰიმნს ვუსმენ უცხო ქვეყანაში აჟღერებულს … 

ნუ ახლა, თუ პირველი და მესამე არა გაქვს, ეს ოხერი ძილი ხო შეგიძლია? დაწე რაა და დაიძინე, რა გახჩო რა ირაკლი….მიხედე რაა თავს, ისედაც საგიჟეთში გვიწევს ცხოვრება!ჰოდა იცხოვრე!  იცხოვრე სანამ გაქვს დრო!მე წავედი, დავიძინო ……..რაც ზემოთ ჩამოვწერე, აი მაგათ ყველას ტალახაძის ერთი მედალი წონის ჩემთვის. ალბათ იმიტომაც არ ვბოროტდები მიყვარს ჩემი ერთიბეწო საწყალი ქვეყანა;დაუჭამიათ ერთმანეთი პოლიტიკოსებსჩემი საქართველო იმ ბიჭების და გოგოების გულებშია, თავისი ნიჭით რომ გვასახელებენ ხოლმე…რა ვქნატირილით გული მიმდის, როცა საქართველოს ჰიმნს ვუსმენ უცხო ქვეყანაში აჟღერებულს …“

წყარო – მარშალპრესი

თეგები: ნინო ახობაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები  გრძელდება
ახალი ამბები

პირველკლასელების სასკოლო ფორმებზე თიბისის მოსწავლის ბარათის შეთავაზებები გრძელდება

13:51 09-23-2026
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved