• რეკლამა
  • კონტაქტი
07:54, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეამოწმეთ დაჰაკულია თუ არა თქვენი ინტერნეტ ანგარიში – ჰაკერმა 533 მილიონი Facebook მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გაასაჯაროვა

ალია ავტორი - ალია
22:22 04-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

დღესდღეობით ინტერნეტში იმაზე მეტი პირადი ინფორმაცია ინახება, ვიდრე – ოდესმე და შესაბამისად, კიბერდანაშაულების რაოდენობაც სულ უფრო მზარდია, – ამის შესახებ BusinessInsider წერს. გამოცემის ცნობით,ამ დროისთვის მსოფლიოში პირადი ინფორმაციის თაღლითურად მოპოვების 4 მილიარდზე მეტი შემთხვევაა აღნუსხული.

„სულ ახლახან ერთერთმა ჰაკერმა 533 მილიონი Facebook მომხმარებლის პირადი ინფორმაცია: მათი სახელები, ტელეფონის ნომრები, ელ-ფოსტა და პირადობის მოწმობები გაასაჯაროვა. კიბერდამნაშავეები ამ მონაცემებს სხვადასხვა თაღლითობისთვის იყენებენ“, – წერს BusinessInsider-ი.

მომხმარებლის პირადი ინფორმაციის გამოყენებით, ჰაკერები სხვადასხვა კომპანიის სისტემებში აღწევენ, ავირუსებენ, შემდეგომ კი მათვე სთხოვენ კონკრეტულ თანხას “გამოსასყიდის სახით”. 

როგორ უნდა შევამოწმოთ, ვართ თუ არა კიბერდანაშაულის მსხვერპლი?

კომპანიები იურიდიულად ვალდებულნი არიან, მომხმარებლების პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, ფაქტის შესახებ გვაცნობონ, თუმცა ხანდახან ასე არ ხდება, ამიტომ არსებობს ისეთ რესურსები ინტერნეტში, სადაც ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია.

ერთერთი ასეთი ვებ-გვერდია HaveIBeenPwned.com – მონაცემთა ბაზა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს, ხომ არ ყოფილა ელ-ფოსტა ჰაკერებისთვის ხელმისაწვდომი? ზოგ შემთხვევაში კიბერდანაშაული მომხმარებლების პაროლების გამოყენებითაც ხდება. ეს ვებ-გვერდი კი მომხმარებელს საკუთარი პაროლის გადამოწმების შესაძლებლობასაც აძლევს. თუ პაროლი ჰაკერების ხელში მოხვდა, მისი შეცვლით კიბერდანაშაულისგან თავის დაცვა შესაძლებელი ხდება.

თუკი ჰაკერთავდასხმა პირადობის მოწმობის გამოყენებით მოხდა, ასეთ დროს მომხმარებელმა საკუთარი პირადობის მოწმობა, პასპორტი ან მართვის მოწმობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უნდა წარადგინოს და შესაბამის სამსახურს პრობლემის შესახებ აუწყოს.

“დაბოლოს, ფრთხილად იყავით თქვენს ანგარიშზე ნებისმიერი საეჭვო მოქმედების დროს. თუ ასეთ მოქმედებას აღმოაჩენთ, შეცვალეთ პაროლი და დაუკავშირდით კონკრეტული სოციალური გვერდის ადმინისტრატორს”, – წერს BusinessInsider-ი.

წყარო – bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved