• რეკლამა
  • კონტაქტი
03:37, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

ალია ავტორი - ალია
13:58 12-12-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
140

თიბისიმ დაიწყო ახალი მასშტაბური კამპანია – „შეადარე, სცადე, დაიმტკიცე“, რომელიც მომხმარებლებს ახსენებს, რომ სესხის აღება ისეთივე დაკვირვებას მოითხოვს, როგორსაც ბაზარში სურსათის შერჩევა.

ჩვენი ყოველდღიური ტრადიციაა, ბაზარში პროდუქტი დაკვირვებით, ფასისა და ხარისხის შედარებით შევარჩიოთ. თუმცა სამწუხაროდ, როცა საქმე ფინანსურ ვალდებულებას ეხება, მომხმარებელთა უმეტესობა „პირველივე დახლთან“ ჩერდება და ავტომატურად თანხმდება იმ ბანკის პირობებს, სადაც ხელფასი ერიცხება. სინამდვილეში კი, სესხის არჩევა ზუსტად ისეთივე პრინციპით უნდა ხდებოდეს, როგორც პროდუქტის – დაკვირვებით, შედარებითა და საუკეთესო პირობის მოთხოვნით.

იმისთვის, რომ მიიღოთ გონივრული გადაწყვეტილება, გირჩევთ, ყურადღება გაამახვილოთ 5 მთავარ კრიტერიუმზე:

  1. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: ეს არის სესხის რეალური თვითღირებულება, რომელშიც გათვალისწინებულია ყველა ფარული ხარჯი, დაზღვევა თუ საკომისიო. გადაწყვეტილება სწორედ ამ მაჩვენებელზე დაყრდნობით უნდა მიიღოთ.
  2. გაცემის საკომისიო: დააზუსტეთ, რა თანხა გეჭრებათ მომსახურებისთვის და რას იღებთ ხელზე რეალურად.
  3. ყოველთვიური შენატანი: შეადარეთ სესხის გრაფიკები. მცირე სხვაობაც კი, გრძელვადიან პერიოდში, სოლიდურ დანაზოგს ნიშნავს.
  4. ჯამურად გადასახდელი თანხა: დასვით მარტივი კითხვა — „სულ რამდენი მექნება შეტანილი ვადის ბოლოს?“ ეს საუკეთესო ინდიკატორია იმის, თუ რომელი შეთავაზებაა ყველაზე მომგებიანი.
  5. წინმსწრებად დაფარვის საკომისიო:მნიშვნელოვანია იცოდეთ, დაგეკისრებათ თუ არა ჯარიმა სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში და როგორი იქნება მისი მოცულობა.

სწორ არჩევანს ხშირად ხელს უშლის გავრცელებული სტერეოტიპები, თუმცა რეალობა სხვაგვარია. თიბისის მიზანია, დაამსხვრიოს ეს მითები და მომხმარებელს რეალური სურათი დაანახოს:

ხელფასი: არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ბანკში გერიცხებათ ანაზღაურება ან პენსია. თქვენ გაქვთ სრული უფლება, მოითხოვოთ და მიიღოთ უკეთესი პირობა.

შემოსავლის წყარო: შემოსავალი მხოლოდ ხელფასი არ არის. აგრო-მეურნეობა, გზავნილები, ვაჭრობა თუ თვითდასაქმება – ბანკისთვის ეს რეალური შემოსავალია და სესხის აღება ჩვეულებრივადაა შესაძლებელი.

სხვადასხვა ბანკის პირობების შედარებით დაზოგილი თანხა თქვენს ბიუჯეტში რჩება და ოჯახის საჭიროებებს ხმარდება. ამიტომ, ნუ დასჯერდებით პირველივე შეთავაზებას – შეადარეთ, რომ დაგიმტკიცონ.

 

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved