• რეკლამა
  • კონტაქტი
04:31, ოთხშაბათი, 3 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შე ორლარიანო ნაძირალავ, ეს რა იკადრე” – სანაია ბოჟაძეს

ალია ავტორი - ალია
19:08 01-31-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ჟურნალისტი, ვახო სანაია, ვლადიმერ ბოჟაძის წერილს პასუხობს:

“Vladimir Bozhadze მე წამოვწიე, შე ნაძირალა. ჩემი ძმის საქმეა ! ფორმულაზე ლამის პირდაპირ ეთერში გაიგეს, ვინ მყავდა სტუმრად. ფულის გამო ყველაფერს როგორ კადრულობ, შე არაკაცო.

ციხისთავის თემაზე ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო გამოძიება და მერე არაფერი გაუკეთებია პროკურატურას. იმ დროს, როცა ციხისთავი ჯერ კიდევ ციხეში იჯდა. მაშინ არც ფორმულა არსებობდა და პრემიერობიდან გაგდებული ღარიბაშვილი ჩირგვებში ჰყავდა გადამალული ივანიშვილს. ციხისთავი ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან და ინტერვიუს დასთანხმდა.

შე ორლარიანო, ნაძირალავ.

ეს რა იკადრე :

,,თამაზ თამაზაშვილის თემა წამოწია ტელეკომპანია ფორმულამ, რომელსაც აფინანსებს დავით კეზერაშვილი…
კეზერაშვილსაც საკუთარი მოტივაცია აქვს იბრძოლოს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, რადგან დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვაზე საქმეს მსვლელობა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დროს მიეცა, რაზეც კეზერაშვილს სასამართლომაც მიუსაჯა სასჯელი.”

Vladimir Bozhadze . ვლადიმერ ბოჟაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ბინძური მეთოდებით ბრძოლა გრძელდება, ,,ნაციონალური მოძრაობა” და მისი ტელევიზიები კვლავ ტყუილით, დეზინფორმაციითა და ცილისწამებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ვინ არის სინამდვილეში კოტე ციხისთავი? ის 25 წელზე მეტია აგენტია, დისკრედიტირებული, ნასამართლევი.
გაქცეული გია ლორთქიფანიძის პირადი აგენტი, რომელიც ახლაც თანამშრომლობს ნაცმოძრაობასთან. თამაზ თამაზაშვილის თემის წამოწევით ასრულებს პოლიტიკურ დავალებას.
ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს როცა ვითომ გია ლორთქიფანიძის აფეთქება იგეგმებოდა, სწორედ თავისვე აგენტ ციხისთავს დაადებინა ასაფეთქებელი, რაც შსს-მ გაშიფრა და მაშინ არავინ დაშავებულა.
რაც შეეხება თამაზ თამაზაშვილის თემას: ამ საქმეზე პროკურატურამ თავის დროზე ყველა გამოი9კითხა, მათ შორის ციხისთავი და ყველა კითხვას პასუხი გაეცა.
შოთა ჭიჭიაშვილი, რომელსაც ახსენებს ციხისთავი, გია ლორთქიფანიძემ
მოაკვლევინა უკრაინაში.
ძალიან საინტერესოა გიორგი სანაიას მკვლელობა რატომ არ გამოიძია ნაცმოძრაობა მაშინ როცა თავად იყვნენ 9 წელი ხელისუფლებაში და ამ თემას მუდმივად ახსენებდნენ 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე? თამაზ თამაზაშვილი ამ წლების განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და ნებისმიერ დროს შეეძლოთ მისთვის კითხვების დასმა. რატომ ახლა? იმიტომ რომ ეს არის ბინძური პოლიტიკური დაკვეთა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.
ვინ არის და რატომ არის ასე მოტივირებული გია ლორთქიფანიძე, რა მიზანი ამოძრავებს?
მას ჩაუვარდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანის და ,,რევოლუციის” გეგმა, ამ საქმეზე დაკავებულებმა სწორედ ის დაასახელეს ორგანიზატორად.
თამაზ თამაზაშვილის თემა წამოწია ტელეკომპანია ფორმულამ, რომელსაც აფინანსებს დავით კეზერაშვილი, საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით. კეზერაშვილსაც საკუთარი მოტივაცია აქვს იბრძოლოს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, რადგან დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვაზე საქმეს მსვლელობა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დროს მიეცა, რაზეც კეზერაშვილს სასამართლომაც მიუსაჯა სასჯელი.
შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია: დამკვეთიც და შემსრულებელიც, ასე ტანდემში მოქმედებენ ნაცმოძრაობა, გია ლორთქიფანიძე და დავით კეზერაშვილი, თუმცა ტყუილით მიზანს ვერავინ მიაღწევს.”

თეგები: ვახო სანაიავლადიმერ ბოჟაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათის შეთავაზების დასრულებამდე 1 თვე რჩება
ახალი ამბები

შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათის შეთავაზების დასრულებამდე 1 თვე რჩება

18:47 12-02-2025
თიბისი საერთაშორისო ფორუმის – Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 – სპონსორი იყო
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ფორუმის – Global Banking & Markets CEE, Central Asia & Türkiye 2025 – სპონსორი იყო

16:21 12-02-2025
თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, უძრავი ქონების გამოფენის ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

15:46 12-02-2025
თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გაეროს გლობალური შეთანხმების სამი ჯილდო მოიპოვა

14:31 12-02-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved