• რეკლამა
  • კონტაქტი
04:59, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შავი დღისთვის გადანახული ჰქონდათ… ეს ხალხი ამაზეც არ გაბრაზდა…” მამუკა მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
15:43 03-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა:

„ლელო“ და სხვა პარტიები რა კონკრეტულ მესიჯებს გაახმოვანებენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, საერთო მიზანია. მოლაპარაკების ჩაშლა და დამოკიდებულება-არ დავსხდებით ირაკლი ღარიბაშვილთან, მამუკა მდინარაძესთან და ირაკლი კობახიძესთან ერთად. მათ საბაბი სჭირდებათ და ეს საბაბი შავი დღისთვის გადანახული ჰქონდათ. როცა სხვა გზა არ ჰქონდათ, ჩიხში იყვნენ შესულები და მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დამსხდარიყვნენ, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია, სიცრუე, დამონტაჟებული და ამოჭრილი სიტყვები რაღაც ამბავთან დაკავშირებული და საიდანაც ამოჭრეს, ის ჩანაწერებიც კი, 2010-2011 წლებშია გაკეთებული. ახლა აქეთ შეტევას ბედავენ იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ მოისმინეს 2010-2011 წლებში, მერე დაამონტაჟეს, მერე სიცრუე, ყალბი კონტენტი შექმნეს. ეს ხალხი ამაზეც არ გაბრაზდა და ბოლო გასროლაც ისეთი გამოუვიდათ, რომელმაც ვერ მიაღწია მიზანს და შედეგი ვერ მიიღო, რადგან ობიექტური დამკვირვებელი ამაზე არ გაბრაზდება.

ეს ხალხი „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალადობისკენ მიდრეკილებას არ იჯერებს. რაც არ უნდა გვაბრალონ, ანზორ ჩუბინიძე მივიდა და ძალადობა ჩაიდინაო, მას ნახევარი საქართველო იცნობს და არ დაიჯერებენ მისი მხრიდან ძალადობას და მიხეილ სააკაშვილის, გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას კდემომისილებას. ძალით ხომ არ დავაჯერებთ? არ არის ეს ის მოცემულობა, რომელიც სიმართლესთან ახლოსაა. პოლიტიკოსი ვარ და ეს არაერთხელ მითქვამს, პროკურატურის ნაცვლად ვერაფერს ვიტყვი. როცა დანაშაულის ნიშნებს ხედავს პროკურატურა, მაშინ იწყებს გამოძიებას. როცა რაღაც ქმედებები პოლიტიკური დღის წესრიგიდან არის განპირობებული და დანაშაულის ნიშნებს არ ხედავს, არ დაიწყებს გამოძიებას. მე ამას ვერ მივუთითებ, არც მივუთითებ და არც ვიტყვი, რადგან იმ წამსვე თქვენი უმრავლესობა მეტყვის, რომ თქვენ მიუთითეთ, ამიტომ არ შეიძლება პოლიტიკოსმა თქვას, ამაზე უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება“

თეგები: მამუკა მდინარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved