ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, შალვა თადუმაძემ შს მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა. თადუმაძეს პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე ცვლის. სწორედ ის დაინიშნა სულხან თამაზაშვილის მოადგილედ.
როგორც უწყებაში ამტკიცებენ, თადუმაძემ თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.











კომენტარები