კოლუმბიელი მომღერალი შაკირა, შესაძლოა, განსასჯელთა სკამზე აღმოჩნდეს. მას გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას გაზეთი El País ავრცელებს.
მისი ცნობით, მომღერალი სასამართლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში აიცილებს, თუ ბოლო მომენტში პროკურატურასთან გარიგებაზე წავა.
პროკურატურა შაკირას ექვს საგადასახადო დანაშაულში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივნისში მომღერალმა გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე ესპანეთის სასამართლოს მისცა ჩვენება. გამოძიება მას 2012-2014 წლებში გადასახადების გადაუხდელობას ედავება, რაც, დაახლოებით, 14.5 მილიონ ევროს შეადგენს.
კომენტარები