• რეკლამა
  • კონტაქტი
07:35, შაბათი, 3 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შაჰიდის ქამრებს გავიკეთებთ… აღარ მინდა სამოქალაქო ომი, მაგრამ სადაც ვიწროა იქ გაწყდეს” – მოროშკინა 

ალია ავტორი - ალია
23:49 12-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,180

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა, “ალტ–ინფოსთან” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილებზე, რომლითაც მას სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ და ამ წერილებს დატანილ ხელმომწერთა სიებზე საუბრობს და ამბობს:

 

რა სიებს მიდგენთ, ვინ შეგადგენინებთ სიებს, ვინ მოგცემთ ამის უფლება, რომ გამოვალთ მილიონი ადამიანი და დაგადგებით, თქვენ სახლებს დავივლით სათითაოდ და მერე გაჩვენებთ თქვენ სიების შედგენას რა. მინდა თავი ხელში ავიყვანო… მინდა ვიყო მოქალაქე იმ ქვეყნის, რომელიც ვითარდება ძალიან კარგად, დაბალანსებული პოლიტიკით, ისეთით, რომ დღეს ჩვენთან ბომბები არ ცვივა.

ჩვენი ბაბუები და წინაპრები მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ და მე მეამაყება რომ ასეთი ოჯახიდან ვარ, სადაც გენერლები და მეომრები იყვნენ. სად, ვის ამხობთ თქვენ საერთოდ, ვის წერთ წერილებს, რა სიებს ადგენთ, სიებს ისეთს შეგიდგენთ, თითო თქვენ ოჯახის წევრთან ორ–ორი ჩვენიანი იდგება რა. არ მინდა რომ ეს მოხდეს საქართველოში, მაგრამ მე უკან დასახევი გზა არა მაქვს, არჩევანი არ დამიტოვეს.

სააკაშვილმა არამარტო ის სასჯელი უნდა მოიხადოს, რაზეც ზის, უნდა დაემატოს სხვა სასჯელიც, ის სასჯელიც, შეურაცხყოფა როცა მიაყენა ციხის თანამშრომელს. კანონი ვიცი მე ასეთი, სხვა შემთხვევაში აბუნტდება ციხე. უკვე მომდის ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრმა ციხის ავადმყოფმა, მათ შორის, უვადო პატიმრებმა, რომელთა საქმე დღემდე არ არის გარკვეული… დაიწყება ციხის ბუნტი, თუმცა, ეს ციხის ბუნტიც ხელს აძლევს ამ ოპოზიციას და იმიტომ არიან ეს ბიჭები გაჩუმებულნი, შეურაცხყოფილნი. ჩვენ გვყავს ე.წ. ჩარჩენილი პატიმრები, არ მოერგოთ არც ერთი კანონი, დღემდე საავადმყოფოებში გვყავს ეს ხალხი, ციხის სავაადმყოფოებში და უცებ ასე შემობრძანდა სააკაშვილი და მთელი ქვეყანა იმას ფიქრობს როგორ გაუშვას.

მადლობა ღმერთს ბევრი უვადო პატიმარი გამოვუშვით და როგორ ფიქრობთ, ისინი არ ფიქრობენ, რომ რეჟიმი რომ მობრუნდეს, პირველ რიგში მათ დააბრუნებენ ციხეში? როგორ ფიქრობთ ის 320 000 ადამიანი არ ფიქრობს, რომ ისევ იმ ციხეში, ახლაგაკეთებულში კი არა, გუანტანამაროს ციხეებს შექმნიან და იქ ჩააგდებენ?

ვინც გადაურჩა ამ ყველაფერს, ისინი შაჰიდის ქამარს გაიკეტებენ, ჩემი ჩათვლით და წავლენ ყველაფერზე, მე ვიცი ერთი რამე – ჩვენ, მე და ამ ადამიანებს, მილიონამდე ადის, თუ სამზე გავამრავლებ (320 000), ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს.

ყელში ამოუვიდათ ყველაფერი და ისე აღარ გამოვლენ, ყველაზე მძიმე… მე ერთი სამოქალაქო ომი ვნახე და აღარ მინდა სამოქალაქო ომი, მაგრამ სადაც ვიწროა იქ გაწყდეს.

თეგები: ლალი მოროშკინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved