“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე:
“საქართველოს ხელისუფლება – დღეს კიდევ რამდენიმე საჯიშე ქართველმა ახალგაზრდამ მომწერა, რომ უცხოეთში მიდის სამუშაოდ!
დაიცალა საქართველო ქართველებისგან !
შაჰ აბასს არ გადაუსახლებია იმის 1% ქართველი, რაც თქვენ გაასახლეთ რამდენიმე წლის განმავლობაში !
მდიდრდებით, მდიდრდებით და მდიდრდებით, მაგრამ იმას მაინც ვერ ამჩნევთ,რომ ქვეყანა სისხლისგან-ჯიშის/გენისგან იცლება?
ყოველთვე ათასობით ახალი ქართველი მიემგზავრება უცხოეთში და ემიგრანტთა მილიონიან არმიას უერთდება!
ეს არის დემოგრაფიული დანაშაული, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, ეს არის ჩვენი მტრების ოცნების ასრულებს – “საქართველო ქართველების გარეშე” !
შობადობა მინიმუმამდეა დასული, უცხოეთიდან უამრავი მიგრანტი სახლდება საქართველოში და ამ ფონზე მილიონამდე ქართველის წასვლა ქვეყნიდან !
იმაზე ბევრად მალე, ვიდრე ვფიქრობთ – ეთნიკური ქართველები ვიქცევით ეროვნულ უმცირესობად ჩვენსავე ქვეყანაში”
კომენტარები