• რეკლამა
  • კონტაქტი
00:11, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სევეროდონეცკში ქართული ლეგიონი ახორციელებს ქალაქის რიგი ნაწილის დაცვას” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
02:11 06-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,980

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

 

15 ივნისის შეჯამება უკრაინაში:

– გუშინ რუსები იტყობინებოდნენ დონეცკის რაიონში ბოჰოროდიჩნე სრულად ავიღეთ და ცენტრალურ სლავიანსკი-იზიუმის გზაზე აღმოსავლეთიდან გავალთო. როგორც ჩანს ინფორმაცია მხოლოდ ნაწილობრივ იყო მართალი. რუსებმა ქალაქის ნაწილის დაკავება გუშინ მართლაც მოახერხეს, მაგრამ სრული კონტროლი და მით უფრო იმ გზის გასწვრივ პოზიციების დაკავება ნამდვილად არ მომხდარა, რომელიც სლავიანსკი-იზიუმის მაგისტრალს უერთდებოდა. დღეს დილით კი უკრაინელებმა კონტრშეტევის შემდეგ რუსების მიერ დაკავებული ტერიტორიების დიდი უმრავლესობა გაათავისუფლეს და რუსებს უკან დაახევინეს კიდეც სვიატოჰირსკის, შესაბამისად კი მდინარის მიმართულებით. თუმცა რუსები ბოჰოროდიჩნეს ჩრდილოეთიდანაც არიან მიმდგარები და რთული სათქმელია რა ხანგრძლივობით შეძლებენ უკრაინელები იმის შენარჩუნებას.

მიუხედავად უკრაინელთა დილის წარმატებისა, რუსები იზიუმიდან სამხრეთით, დოლინასთან მიახლოებას ცდილობენ და პირდაპირ იერიშს იზიუმი-სლავიანსკის M-03 გავლით ცდილობენ.

– სევეროდონეცკისათვის ბრძოლა გრძელდება. რუსები ტემპის დაგდებას არ აპირებენ და მზად არიან გაიღონ ძალიან დიდი მსხვერპლი და მაინც წაწიონ წინ, თუმცა უკვე მესამე დღეა ქალაქის სამხრეთ რაიონებში შეღწევა ძალიან უჭირთ. ამასთან, უკრაინული არტილერია მაღალი სიზუსტით ბომბავს რუსულ ნაწილებს სევროდონეკცში და მის ირგვლივ. რუსული საარტილერიო ნაწილები, რომლებიც უკრაინული პოზიციების წინააღმდეგ მუშაობდა უკრაინულმა არტილერიამ გაანადგურა.

სევეროდონეცკში აქტიურადაა ჩართული ქართული ლეგიონიც. უკრაინელები მათ მოქმედება ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ. პრაქტიკულად, ქალაქის რიგი ნაწილის დაცვა სწორედ მათი მეშვეობით ხორციელდება.

– უკრაინელები სამხრეთის მიმართულებით, ზაპორიჟიას რაიონში რამდენიმე რუსული ტანკისა და საარტილერიო დანადგარის ხელში ჩაგდების შესახებ იტყობინებიან. მძიმე ტექნიკის თვალსაზრისით რუსული ნაწილები რომ ავსებენ უკრაინელებს მგონი ასეთი სისწრაფით ვერავინ ახერხებს.

– დღეს აფეთქების ხმა ისმოდა რუსეთში, ბელგოროდის რაიონში, ყირიმში სიმფეროპოლთან ძალიან ახლოს და ხერსონთან, სადაც ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტია განადგურებული.

– რამშტაინის სამხედრო ბაზაზე გერმანიაში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა და მომდევნო საათებშიც გაგრძელდება ის სხვადასხვა ფორმატში. შეხვედრის წინ დაანონსდა რომ აშშ კიდევ 1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს უკრაინას – ლენდ ლიზის მიღმა.

– ნატოს მადრიდის სამიტზე ფინეთისა და შვედეთის გვერდით საქართველოსა და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებიც არიან მიწვეულები. სამიტი 29-30 ივნისს გაიმართება.

თეგები: გიორგი კობერიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved