სტიქია კახეთში და ერთ ღამეში დაკარგული მოსავალი – ნახევარ საათიანმა სეტყვამ ათობით გლეხი შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დატოვა.
სოფელ აკურაში მოსული უხვი ნალექის გამო დაისეტყვა ვენახები, განადგურდა მოსავალი და ხეხილის ბაღები. ზარალის ზუსტი მოცულობა ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა გლეხების თქმით, მოსავლის 90 პროცენტი გასაყიდად უვარგისია.
ხალხი დახმარებას ითხოვს. ადგილზე ამ დრომდე ელოდებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
კომენტარები