• რეკლამა
  • კონტაქტი
10:45, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სერიული მკვლელი გვყოლია პროკურორად, თურმე, ქურდები მართავდნენ სახელმწიფოს” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
14:34 01-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,790

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, გასულ წელს აფასებს და წერს:

⭕️ საშინელმა სიბნელემ დაისადგურა ჩვენ ირგვლივ… ყოველდღე ახალ უბედურებებს ვისმენთ: სერიული მკვლელი გვყოლია პროკურორად, თურმე ქურდები მართავდნენ სახელმწიფოს.
ქართული დემოკრატია ძირს აგდია, ფერდში უზარმაზარი შუბი აქვს გაყრილი და სისხლისგან იცლება.
⭕️ პარალელურად, ადამიანები ეკონომიკური ტყვეები არიან, შემოსავალი არაფერში ყოფნით, იღებენ ვალებს და მაინც არ აქვთ ნორმალური და გარანტირებული საცხოვრებელი, გემრიელი და სასარგებლო საკვები, კომფორტული სამოსი და ფეხსაცმელი, ვერ სარგებლობენ ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემით, ვერ ახერხებენ შვილებისთვის მაღალი რანგის განათლების მიცემას… ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, ჩვენი თანამოქალაქეები შრომით წელში წყდებიან, მაგრამ მაინც ბორბალში მორბენალი ზღვის გოჭის მდგომარეობაში გრძნობენ თავს.
⭕️ საფრთხეშია სასიცოცხლო სივრცე. უკვე ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამთ დაბინძურებულ მდინარეს, შხამიან სმოგს ჩვენი ქალაქის თავზე, აფეთქებულ ან დაღარულ ნიადაგებს, ერთი კილო ხახვის ფასად გაყიდულ ტყის მასივებს, ჩვენი მყინვარებიც კი დაიძრნენ…
⭕️ ამ ყველაფერს თან ახლავს არნახული ხიდჩატეხილობა ქართული საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის. მძვინვარებს ხანძარი მშობლებსა და შვილებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, სამეზობლოებს, სამეგობროებს შორის. საითაც არ უნდა გაიხედო მიმდინარეობს ბრძოლა წესების გარეშე, ბრძოლა ერთადერთი მიზნით – ან ყველაფერი, ან არაფერი! ნულოვანი თანაგრძნობა, დაუნდობლობა მეფობს ჩვენს საზოგადოებაში (მარტო პოლიტიკაში არა)… გასვენებაში მისვლის ეშინია ხალხს ან პოლიტიკური ნიშნით არჩევენ პანაშვიდებს.
დიდი ომების დროსაც კი არსებობდნენ შუამავლები, რომლებიც მხარეთა შორის დიალოგს უზრუნველყოფდნენ, საქართველოში შუამავლობა წარმოუდგენელია…
⭕️ ყველა იმ კუნძულს, სადაც სუნთქვა ჯერ კიდევ შეიძლება საფრთხე ემუქრება.
⭕️ მსოფლიო ტრამპის მსგავსი შეშლილი ნარცისების ხელშია.
🕯მაგრამ იმედის ნაპერწკალი მაინც ანთია ჩვენს გულებში:
ბევრი ხომ პატიოსნად შრომობს, პატიობს, ერთიანდება, ზრუნავს დანარჩენებზე, მღელვარე და ხმაურიანი ტალღების მიუხედავად მაინც დროშასავით მოაქვს მაღლა შემართული სანთელი და მისი ალი!
ამასთანავე ისტორიის ჩარხი უკან ხომ არ დატრიალდება, მათ შეუძლიათ ყველა ყვავილი მოგლიჯონ და მოთხარონ, მაგრამ ამით გაზაფხულის მოსვლას ვერ შეაჩერებენ!
🎄 2026 წელს გაზაფხული მოსულიყოს, ნამდვილი გაზაფხული ❤️

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved