• რეკლამა
  • კონტაქტი
03:06, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,სერბეთი – გენერალური რეპეტიცია საქართველოსთვის“ – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
00:53 12-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,638

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

,,სერბეთი – გენერალური რეპეტიცია საქართველოსთვის

ისტორია ზოგჯერ ისეთი საოცარი მსგავსებით მეორდება, რომ გაკვირვებას იწვევს. თუმცა, ისიც ნათქვამია, რომ ისტორია მხოლოდ ფარსის სახით მეორდება. დღეს ასეთი პროცესები სერბიაში მიმდინარეობს.

ალბათ გახსოვთ, სხვადასხვა ქვეყანაში მმართველობის ე. წ. მშვიდობიანი გზით შეცვლის ფერადი რევოლუციების ტალღა, რომელიც სერბეთში დაიწყო, გაგრძელდა საქართველოში ვარდების, უკრაინაში– ნარინჯისფერი, ყირგიზეთში – ტიტების, ხოლო შემდეგ არაბულ ქვეყნებში ე. წ . „არაბული გაზაფხულის“ რევოლუციებით.

ამ რევოლუციების მთავარი თეორეტიკოსი ამერიკელი მკვლევარი ჯინ შარპი იყო. მისი მთავარი წიგნები, – „დიქტატურიდან დემოკრატამდე“ და „არაძალადობრივი მოქმედების 198 მეთოდი“ – სერბიით დაწყებული და ეგვიპტით დამთავრებული, ყველგან – მათ შორის, საქართველოშიც, „ვარდების რევოლუციის“ დროს, გამოიყენებოდა როგორც სახელმძღვანელო.

არჩევნებამდე რევოლუცია მზადდება თეორიულად, ხოლო აქტიური მოქმედებები იწყება არჩევნების სამართლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებით, ამის გახმაურებით, თანმდევი აქციებით საარჩევნო უბნებში, მთავრობის უარყოფითად წარმოდგენით, არჩევნების დღის შემდეგ კი მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლებით. საუკეთესო შემთხვევაში, თუკი პირობები შესაბამისია, ინიშნება ახალი არჩევნები, რომლის შედეგადაც ოპოზიცია ხელისუფლებაში მოდის. ასეთია რევოლუციის (უფრო სწორად, სახელმწიფო გადატრიალების) კლასიკური გზა.

2000 წლის სერბეთის რევოლუციის მამოძრავებელი ძალა ორგანიზაცია „ოტპორი“ იყო, რომელიც 2003 წელს სხვა გაერთიანებაში, „კანვასში“ შევიდა. შემდგომში „კანვასმა“ არაერთ ქვეყანაში მოამზადა ახალგაზრდები ამბოხისთვის – სულ 40-მდე ქვეყნის წარმომადგენლები გაწვრთნა. მართალია, მათი გაწვრთნილი რევოლუციონერები ყველგან წარმატებებს ვერ აღწევდნენ, მაგრამ რევოლუციური კადრების მომზადება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ამ ორგანიზაციის მთავარ საქმიანობად იქცა.

2023 წლის 26-29 სექტემბრის პერიოდში ორგანიზაცია „კანვასის“ წარმომადგენლები, სერბეთის მოქალაქეებმა სინისა სიკმანმა, იელენა სტოისიჩმა და სლობოდან ჯინოვიჩმა ჩაუტარეს ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტივისტების ერთ-ერთ დიდ ჯგუფს, თბილისში, სასტუმროში „იბისში“. რეალურად ეს იყო ტრენინგი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში. ამ ფაქტში ყველაზე აღმაშფოთებელი ის იყო, რომ ეს რევოლუციის ტრენერები საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების (USAID) პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ. ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, თუ რა მიზნები აქვს ოფიციალურ ამერიკას 2024 წლის საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით.
დღეს ასეთივე მიზნების რეალიზაციის მცდელობას ისევ ვხედავთ სერბეთში, სადაც 17 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა და დაიწყო არჩევნების გაყალბების ტრადიციული ლოზუნგით ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები. გუშინ ეს ე. წ. არაძალადობრივი მოძრაობა ძალადობაში გადაიზარდა და მომიტინგეებმა ბელგრადის მერიის შენობაში ძალადობრივი გზით შეჭრა სცადეს, პოლიციამ წიწაკის სპრეით და ცრემლსადენი გაზით შეაჩერა ისინი, არიან დაშავებულები და დაკავებულები. მომიტინგეებმა პოლიცია არაპროპორციული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს და ახალ შეტევას ამზადებენ ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მიზნით.
ალბათ ყველას გეცნოთ სიუჟეტი, რომელიც საქართველოში უკვე მრავალჯერ განმერდა (2019 წლის 19-20 ივნისი, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, 2023 წლის 7-9 მარტი და ა. შ.). სერბეთის ხელისუფლებას ამას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უწოდა და მის აღსაკვეთად შესაბამისი ძალის გამოყენების პირობაც დადო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მომიტინგეთა მსგავსი მოქმედების დროს, როდესაც მომიტინგეები ამერიკაში 2021 წლის 6 იანვარს კონგრესის შენობაში შეიჭრნენ, მაშინ არათუ არაადეკვატური ძალა გამოიყენა პოლიციამ, არამედ პირდაპირი დამიზნებით მოკლა 5 ადამიანი, ათეულობით მომიტინგეს მრავალწლიანი პატიმრობა შეუფარდა და ამას დემოკრატიის დაცვა დაარქვა, ხოლო როცა აშშ-სთვის მიუღებელი ხელისუფლების დასამხობად გამოსული მომიტინგეების წინააღმდეგ ხდება ძალის გამოყენება, აშშ-ს ოფიციალური პირები მაშინვე ძალადობაში მონაწილეებისა და მათი წამქეზებლების მხარს იჭერენ და მილიმეტრებით ზომავენ პროპორციულ ძალას ხომ არ გადააჭარბა პოლიციამ.
მოკლედ, რამდენი მეთოდიც არ უნდა დათვალონ და გამოიყენონ ხელისუფლებაში ვითომ არაძალადობრივი (სინამდვილეში ძალადობრივი) გზით მოსვლის მსურველებმა, როდესაც მათ ხალხის დიდი ნაწილის მხარდაჭერა არ გააჩნიათ, ყველა მცდელობა მარცხით დასრულდება. ასეთი პირი უჩანს მოვლენების განვითარებას სერბეთში, თუმცა, ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ თვითეულ ასეთ მაგალითს, რადგან 2024 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოს უეჭველად ელოდება სახელმწიფო გადატრიალების კიდევ ერთი მცდელობა, რადგან ოპოზიციად წოდებულმა მომავალმა რევოლუციონერებმა კარგად იციან, რომ ხალხში საკმარისი მხარდაჭერის არარსებობის გამო არჩევნების გზით მათი ხელისუფლებაში მოსვლა გამორიცხულია.”

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved