• რეკლამა
  • კონტაქტი
15:38, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა განსხვავებაა SEO ოპტიმიზაციასა და კარგ SEO ოპტიმიზაციას შორის?

ალია ავტორი - ალია
14:07 06-17-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
სეო ოპტიმიზაცია
Facebook-ზე გაზიარება
28

რა არის SEO ოპტიმიზაცია არ აგიხსნი, მე მოგიყვები დღეს, რა არის კარგი SEO ოპტიმიზაცია. ბათუმში რომ ჩახვალ, რას იკითხავ – სად ცხვება აჭარული ხაჭაპური, თუ სად ცხვება, კარგი აჭარული ხაჭაპური?  – ცხადია, მეორეს, ხომ? რათა ისიამოვნო პროცესით, მიიღო შედეგი – ანუ, დანაყრდე და გამოხვიდე ეკონომიურად – ანუ, ერთხელ გადაიხადო ხაჭაპურის ფული და მისი გადაგდება და მეორედ ყიდვა არ მოგიწიოს. აქაც ასეა, შედეგი უნდა იყოს – კარგი, პროცესი – სასიამოვნო და ხარჯი – გამართლებული.

მოკლედ, სხვაობა, SEO ოპტიმიზაციასა და კარგ SEO ოპტიმიზაციას შორის, დაახლოებით იმხელაა, რამდენიც დამწყებ მძღოლსა და ფორმულა1–ის მრბოლელს შორის.

რაკი ჭახაპურით დავიწყე, SEO ოპტიმიზაციის ახსნასაც საცხობის მაგალითზე გავაგრძელებ. წარმოიდგინე, რომ გაქვს საცხობი, სადაც უგემრიელეს პროდუქტს ქმნი, მაგრამ საცხობი არაა ქუჩის მხარეს, ჩიხშია და არ ჩანს, სიბნელეშია და შენს მეზობლადაც კი ვერ გააგებინე ხალხს, საერთოდ რომ არსებობ. კარგ სეოს გამოჰყავხარ ამ ჩიხიდან, სიბნელიდან და გადაჰყავხართ გამზირზე, დიდი, განათებული აბრით, ლამაზი და მდიდრული ხედით და ყველა მხრიდან გხედავენ ადამიანები. ეს მდიდრული, განათებული, ლამაზი „გამზირია“ Google-ის პირველი გვერდი სწორედ. კარგი SEO სპეციალისტის მიზანია, როცა დაგუგლავენ – საუკეთესო ხაჭაპურს – შენი საიტი ამოაგდოს პირველ გვერდზე.

აქ შეიძლება ზოგი დაფიქრდეს – და საიტი თუ არ მაქვს? – შეიძლება ეგ კარგიც იყოს, რადგან, თუ საიტი არ გაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ გაქვს შანსი კარგი, მუშა საიტი შექმნა. ცუდ საიტს ზოგჯერ უსაიტობა სჯობს, როგორც კარგი წიგნის “პირველად წაკითხვის ბედნიერება”. საიტის შექმნა უნდა ანდო პროფესიონალს – რომელსაც ლიმონი კი არ დახვდება ცუდი საიტის სახით, რომ მერე მისგან ლიმნის ლიმონათის დამზადება სცადოს – არამედ, თავიდანვე შემოგთავაზებს ვრცელ ასორტიმენტს და სრულ სერვისს.

როგორ მოვაწონო თავი Google–ს?

პირველ რიგში, უნდა ვისაუბროთ იმ ენით, რომლითაც კლიენტები. თუ ყიდი ხელნაკეთ ჩანთებს, მაგრამ წერ ერთ კონკრეტულ მოდელზე, მაგალითად,  იყიდება მოლისფერი ჩანთა, ალუბლისფერი სახელურით – რას ელოდები? მართლა გგონია, რომ ბევრი ადამიანი დაგუგლავს – სად ვიყიდო მოლისფერი ჩანთა, ალუბლისფერი სახელით? და ხალხი მოგაწყდება? Google კი პირველ გვერდზე გადმოგიყვანს, როგორც უნიკალურ ბიზნესს? – არა, ეს არ მოხდება.

კარგი SEO სპეციალისტი, ისეთ ზუსტ ფრაზებს ჩასვამს, რომლითაც შენი საიტი სწორ აუდიტორიასთან და სწორ ადგილზე მოხვდება.

Google–ის პირველი გვერდი და გაყიდვები

მაგალითად, გაქვს ესთეტიკის ცენტრი და ჩვეულებრივი ჩვეულებრივი SEO სპეციალისტი გაგიკეთებს ოპტიმიზაციას სიტყვაზე „ესთეტიკის“ ცენტრი. პირველ გვერდზეც ხარ, მაგრამ მოგება არ გეზრდება. შედიხარ, ნახულობ, კი, ნაღდად პირველ გვერდზე ხარ და ფიქრობ, რას ვერჩი, SEO ოპტიმიზაცია კარგად გაუკეთებია, შედეგზე რომ ვერ გავედი, ალბათ, ჩემი ბრალია?!

არადა, იმ საძიებოთი, რაც გამოიყენა SEO სპეციალისტმა, შენს გვერდზე შემოდიან ადამიანები, რომლებიც წერენ რეფერატს, მაგალითად, ან სურთ უფასო კონსულტაცია, სულაც ფოტოები. ნახვები გაქვს, მაგრამ ახალი კლიენტი არ მოდის. პრაქტიკულად, შენ მხოლოდ ნახვების გაზრდაში გადაიხადე ფული და არა სეო ოპტიმიზაციაში.

კარგი SEO მომსახურება ფოკუსირებულია გაყიდვებზე. ის შენს საიტს მოარგებს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა, მაგალითად, სახის გაწმენდა თანამედროვე მეთოდებით, ან ხარისხიანი ლაზერული ეპილაცია და ა.შ. კონკრეტულ მომხმარებელზე გათვლილ ფრაზებს. ასე ნაკლები ნახვა ექნება საიტს, სამაგიეროდ, ყოველი თუ არა, ყოველი მეორე ადამიანი რეალური კლიენტია და მზადაა ფული დახარჯოს.

განსხვავება SEO–სა და კარგ SEO–ს შორის არის – საქმის კეთება თუ შედეგის დადება.
„მარტო ვმუშაობ და რა ვიცი, როდის იქნება მზად“, თუ „რეალური შედეგი.

SEO– როგორც შემოქმედება და ხელოვნება

უბრალოდ SEO მომსახურება ხნის რაღაცა პროგრამას, უმეტესად უფასოს და იქ ეძებს გამზადებულ სიტყვებს, ყველაზე პოპულარულს შენს სფეროში და გეუბნება – აი, ამ სიტყვებზე ვიმუშაოთ. ცხადია, გიხარია, ასე მცირე დროში, უკვე გიპოვა რაღაც სიტყვები, რომლებიც ერთი შეხედვით კარგი და აზრიანიც კი გეჩვენება.

მაგალითად, ძალიან ბევრი ადამიანი ეძებს ავტომობილს იაფად. ოღონდ, შენ თუ მეორადი მანქანების სალონი არ გაქვს და ძვირადღირებულ, ახალ, პრემიუმ კლასის მანქანებს ყიდი და შენი SEO გამოიყენებს ფრაზას – ავტომობილები იაფად, იმიტომ რომ, თურმე, მას ბევრი წერს გუგლში, – არც ერთი შემომსვლელი საიტზე, შენი კლიენტი ვერ და არ იქნება.

კარგი SEO ჯერ შენს ბიზნეს–მოდელს სწავლობს, სამიზნე აუდიტორიას იკვლევს და მერე ეძებს ოქროს შუალედს შენს ბიზნესსა და შენს პოტენციურ კლიენტებს შორის.

პრემიუმ კლასის ავტომობილს ნაკლები ადამიანი ეძებს, კი, მაგრამ მათი სრული უმრავლესობაა სწორედ შენი კლიენტი. ისევე, როგორც, მეორადი ავტომობილების სალონების კლიენტები არასოდეს ჩაწერენ გუგლში – ვეძებ იაფად, მეორად, პრემიეუმ კლასის მანქანას.

ტექსტი და კონტენტი

ერთსა კაცსა, ბლისკინელსა, ბლის კალათით, ბლის კიბეზე ბალი ააქვს და ჩამოაქვს – ეგა ენის გასატეხია და თუ ენის გასატეხს არ იგონებს, სხვა შემთხვევაში ამდენი ბალი, ბლის, ბლით – ულამაზოა და ულაზათო. ასეთ SEO კონტენტს არავინ წაიკითხავს ბოლომდე კი არა, შუამდეც კი. არავინ წაიკითხავს და გუგლი დამსახურებულად გადაწყვეტს, რომ რაკი ადამიანი შენს მასალაზე რამდენი წამის მეტს ვერ ჩერდება, უინტერესო ხარ და გადაგსვამს ჩიხში და სიბნელეში.

კარგი SEO ქმნის ტექსტს, რომლის კითხვაც სასიამოვნოა, საინტერესოა და კლიენტთა კითხვებსაა მორგებული. საბოლოოდ ასეთი ტექსტი google-საც მოსწონს და პროდუქტსაც ყიდის. მარტივად რომ ვთქვათ, ტექსტი უნდა იყოს საინტერესოც, სასარგებლოც და სასიამოვნოც.

SEO და უკუკავშირი

თუ თვის ბოლოს შენი SEO სპეციალისტი გიგზავნის გრაფიკებით გამოძეძგილ რაღაც ფაილს, უყურებ და ხვდები, რომ ვერაფერს იგებ, სწორად ფიქრობ, კი, დიდ გაურკვევლობაში ხარ. შენ არ გჭირდება ალგორითმები, უცხო სიტყვები, შენ გჭირდება ბიზნესის ზრდა და ამის დანახვა კონკრეტულ ციფრებში.

კარგი SEO გესაუბრება გასაგები ენით, რაც მთავარია ბიზნესის ენით – ამ თვეში საიტზე შემოვიდა ამდენით მეტი ადამიანი, აქედან ამდენმა გამოიყენა საკონტაქტო ფორმა, ხოლო ამდენმა პირდაპირ დარეკა. ამ გვერდმა მოგიყვანა კონკრეტულად ამდენი კლიენტი და უკვე ადგილზე მოსულ ადამიანს, რამდენად მოეწონება შენი პროდუქტი და მომსახურების ხარისხი, ეს უკვე ნამდვილად შენი გასაკეთებელი ნაწილია.

ლინკების ხაფანგი და ციფრული რეპუტაცია

შენს ლინკს ბევრი აზიარებს, მაგრამ ხელოვნურად და მართალია, გუგლს უნდა მოეწონოს, ბევრმა რომ გააზიარა, ასე თვლი, მაგრამ თუ შენ იურიდიული კომპანია გაქვს და შენი ლინკი გაზიარდა გვერდზე, სადაც კულინარიული ბლოგები, თუ ვლოგები ვრცელდება – Google ფიქრობს, რაღაცას ვერ აკეთებ მთლად ჯანსაღად. იყიდო ბექლინკები, – გუგლისთვის ჩვეულებრივი თაღლითობაა.

ციფრული რეპუტაცია ციფრულ სამყაროში რომ უმნიშვნელოვანესია, რატომ ვერ ხვდება ამას ნებისმიერი SEO, მართლა გაუგებარია.

თრეილერი

ნებისმიერ ტექსტს სჭირდება აღწერა, რომელიც Google-ში ძებნისას სათაურის ქვემოთ ჩანს. ეს აღწერა მხოლოდ საძიებო სისტემისთვისაა. ეს არის შენი შანსი და მისი არ გამოყენება დაუშვებელია. ასევე დაუშვებელია მისი არასწორად გამოყენება. მეტა აღწერა არ უნდა იყოს მოსაწყენი, ყალბი, ერთფეროვანი. მაგალითად, თუ შენ სადაზღვევო კომპანია გაქვს, ნუ ჩაწერ აღწერაში, რომ თურმე, 20 წელია ბაზარზე ხარ და უკვე გყავს 597 თანამშრომელი. მირჩიე კონკრეტული მომსახურება. მაგალითად, – დააზღვიე მანქანა ონლაინ 5 წუთში; – მიიღე ფასდაკლება კონკრეტული პროცენტით.

ახალი ბრენდი

თუ ბაზარზე ახალი ბრენდით ახლა შემოდიხარ და არავინ გიცნობს, SEO სტრატეგია განსხვავებულია. შენი ბრენდის სახელს გუგლში არავინ ეძებს, არავინ გიცნობს ჯერ. ამიტომ კარგი SEO „პარაზიტებს“ გამოიყენებს. ბრენდს ჯერ „დასვამს“ ხალხისთვის უკვე კარგად ნაცნობ სიტყვებზე და მხოლოდ მას შემდეგ კონცენტრირდება ბრენდის სახელზე, როცა მეტნაკლებად ცნობილი გახდები.

მაგალითად, გახსენი კაფე, სადაც გაქვს 20 დასახელების ყავა, ან ომლეტის 365 რეცეპტი და კაფეს დაარქვი, დავუშვათ, ყავა და ომლეტი. ბრენდი არავინ იცის. აზრი არ აქვს მასზე კონცენტრირებას. მაგრამ, ასევე ბევრმა არ იცის, რომელი და როგორი ყავით სჯობს დილის დაწყება, ან რომელია საუკეთესო გზა დღის ჯანსაღად და ენერგიულად დასაწყებად. ადამიანები ხომ პრობლემის სწრაფად და ხარისხიანად მოგვარებაში იხდიან ფულს? – დაიწყე პრობლემის მოგვარებით, კომფორტის შეთავაზებით.

ცოტამ იცის, რა ქვია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ყავას, რომლის კილოგრამის ფასიც საშუალოდ 500 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ ყველამ იცის – სტარბაქსი და დაფიქრდი, რატომ?

ფოტო

რამდენჯერ გსმენია SEO სპეციალისტიგან, რომ თურმე, კარგი ფოტო ისაა, რომელსაც ვერ აგზავნი, იმდენად დიდია და უნდა დაარქივოს და ისე გამოაგზავნოს? არადა, რეალურად, კარგი ფოტო ისაა გუგლისთვის, რომელიც სწრაფად იტვირთება, რომლის გადმოწერაც სწრაფადაა შესაძლებელია, რომელიც არ ანელებს საიტს და კლიენტს არ აკარგვინებს მეტ დროს. პირიქით, ატვირთამდე ფოტოები უნდა შეიკუმშოს, ცხადია, ხარისკის დაკარგვის გარეშე.

ახლა გაიფიქრე, რომ ნეტავ ისიც გასწავლო, როგორ შეკუმშო ფოტო ხარისხიანად, ხომ? იმიტომ რომ, აი, ფოტოს შეკუმშვა ისე, რომ ხარისხი არ დაკარგო არ იცი? – და ტექსტი რომ მეფეა, იცი? ტექსტი რომ ისე უნდა იყოს დაწერილი, საინტერესოც იყოს, სასარგებლოც და გუგლის რობოტის მოსაწონიც – ეგ ხომ იცი? და როგორ გგონია, მხოლოდ მაგის ცოდნა საკმარისია? – გეტყვი, რომ არა, რადგან, SEO არაა ერთი კონკრეტული დეტალის ცოდნა, უფრო სწორედ, კონკრეტული ერთი თუ რამდენიმე დეტალი, ის SEO–ა, რომელიც შედეგს ვერ მოგიტანს, კარგი SEO ოპტიმიზაცია, ამ დეტალების ერთობლიობაა, მუშაობა შედეგისთვისაა, პირველი აბზაცის მნიშვნელობის ცოდნიდან დაწყებული, ტექსტის ვიზუალური სტრუქტურით დამთავრებული. კარგი სეო მხოლოდ იმის ცოდნა არაა, როდის გჭირდება მოკლე ქივორდები და როდის გრძელი, კარგი სეო მომხმარებელსა და ბიზნესს შორის ხიდია, ისეთი ხიდი, რომლის არც ერთი საფეხური არ არის ჩავარდნილი.

 

თეგები: iseoSEO ოპტიმიზაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved