ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ 2026 წლის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, – ამის შესახებ ამერიკის კონგრესის სენატორი სოციალურ ქსელში წერს.
“დიდი ფიქრის შემდეგ ვაცხადებ, რომ მივიღე რთული გადაწყვეტილება; არ მივიღებ მონაწილეობას 2026 წლის სენატის არჩევნებში. ჩვენ წინ გადაუდებელი ამოცანები გველის, როგორც აქ, სახლში, ასევე მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ მე არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებ, გადადგომას არ ვაპირებ”, – აღნიშნავს შაჰინი.
სენატორი საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკით გამოირჩეოდა. 2024 წლის გაზაფხულზე მან, ჯიმ რიშთან ერთად, ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აშშ-ის სასანქციო კანონპროექტიც წარადგინა.
გასულ წელსვე, აგვისტოში, ის საქართველოში იმყოფებოდა – შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ჩავიდა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან.
კომენტარები