• რეკლამა
  • კონტაქტი
22:58, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სენატორებს ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი უკვე გათავისუფლებულია – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
19:53 06-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

„სენატორებთან ძალიან საინტერესო და მეგობრული შეხვედრა გვქონდა. სენატორებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მთელ რიგ სენატის მიერ დამტკიცებულ აქტებში არის საქართველოს მყარი მხარდაჭერა ასახული. მათი როლი მნიშვნელოვანი იყო შიდა პოლიტიკური ვითარების გაუმჯობესების კუთხით. ჩვენ სენატორ შაჰინთან შეხვედრა გვქონდა ცოტახნით ადრე, ვიდრე ხელი მოეწერებოდა აპრილის შეთანხმებას და ამ დისკუსიამ, ამ შეხვედრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგით საბოლოო ჯამში და ხელი მოვაწერეთ იმ შეთანხმებას, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს იყო გამარჯვება არამარტო ჩვენი გუნდისთვის, „ქართული ოცნებისთვის“, არამედ ეს იყო გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის და ამ პროცესში სენატორ შაჰინს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვოდა.

ჩვენ ხაზი გავუსვით მიშელის დოკუმენტის აღსრულებას, მათ შორის ხელმოწერის და შემდეგ აღსრულების მნიშვნელობას და ამასთან დაკავშირებით გავცვალეთ ინფორმაცია და გვქონდა საინტერესო დისკუსია. შევეხეთ, რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტის ყველა ასპექტს – ეს იყო საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა და ა.შ. გვქონდა დისკუსია ყველა ასპექტთან დაკავშირებით, გავაცანი ჩვენი გეგმები და იყო ინფორმაციების გაცვლა. ჩვენ კონკრეტიკაზე არ გვისაუბრია, ჩვენ ვისაუბრეთ ზოგად საკითხებზე. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენს პარტნიორებს – ვუთხარით, რომ ორი კრიმინალი არის უკვე გათავისუფლებული, ვუთხარით, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დამტკიცდება ძალიან მალე და ვუთხარით ასევე ის, რომ იმუნიტეტთან დაკავშირებული რეგულაციებიც დამტკიცდება ძალიან მალე, შესაბამისად შეთანხმების ეს პუნქტი უკვე აღსრულებული იქნება თავიდან ბოლომდე ამ თვის ბოლომდე“

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved