• რეკლამა
  • კონტაქტი
10:29, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სენატის კომიტეტმა დაადასტურა დოკუმენტი, რომლითაც უკრაინას $500 მილიონი გამოეყოფა

ალია ავტორი - ალია
04:31 07-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

აშშ-ს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა დაადასტურა უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის ღირებულების თავდაცვის დახმარების გამოყოფა, რაც ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის 2026 წლის ფისკალური წლის დოკუმენტში იქნება გათვალისწინებული.

ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA) არის ყოველწლიური კანონპროექტი, რომელიც აშშ-ს ხელისუფლებას სამხედრო ხარჯების ოდენობას უდგენს.

NDAA-ს მიღებული დოკუმენტი მოიცავს დათქმას, რომ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის პროგრამა 2028 წლამდე გახანგრძლივდება, ავტორიზებული თანხები კი წინა დოკუმენტთან შედარებით 300 მილიონიდან 500 მილიონამდე არის გაზრდილი.

ამას გარდა, მიღებული კანონპროექტი არ უჭერს მხარს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნას, რომ A-10-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები საჰაერო ძალების შემადგენლობიდან ჩამოეწერათ. ნათქვამია, რომ A-10-ების რაოდენობა 2026 წლის ფისკალურ წელში 103 ერთეულს არ უნდა ჩამოსცდეს.

კანონპროექტი ძალაში შესვლამდე სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს. წარმომადგენელთა პალატას NDAA-ს საკუთარ ვერსიაში უკრაინის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხების რაოდენობად 300 მილიონი დოლარი ჰქონდა დასახელებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved