სენაკის სოფელ ახალსოფელში მამაკაცმა სანადირო თოფის გასროლით სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიაყენა ოთხ პირს .
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 1964 წელს დაბადებული პირი დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე აიყვანეს. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
მომხდარის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. დაშავებულები რაიონულ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები