• რეკლამა
  • კონტაქტი
18:09, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

ალია ავტორი - ალია
13:37 07-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
465

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ სასწავლო ცენტრის რეგულირების ტრენინგ კურსის წარმატებით დასრულებისთვის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, სასწავლო ცენტრის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლები.

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე წლის აპრილიდან მიმდინარეობდა 3-თვიანი ტრენინგ კურსი – „რეგულირების საფუძვლები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში“. მონაწილეებმა კურსის ფარგლებში შეისწავლეს ენერგეტიკული ბაზრების რეგულირების საფუძვლები, მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, ბაზრების მონიტორინგის პრინციპები, სატარიფო რეგულირება, წყალმომარაგების სექტორის რეგულირების ძირითადი ასპექტები. კურსის მონაწილეებს ტრენინგებს უტარებდნენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სემეკის წარმომადგენლები.

სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, პარტნიორ უცხოურ მარეგულირებელ კომისიებს შორის, ენერგეტიკის სექტორში სემეკი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც დააფუძნა სასწავლო ცენტრი.

„სემეკის მიზანი იყო და არის, რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირი გადამზადდეს, მიეწოდოს უახლესი ინფორმაციები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შესახებ. სერტიფიკატები გადავეცით წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რომლებმაც აიმაღლეს კვალიფიკაცია და გაიმყარეს როგორც დარგობრივი კომპეტენციები ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების, სატარიფო პოლიტიკის, მარეგულირებელი აუდიტის საკითხებზე, ასევე გაიუმჯობესეს ზოგადი კომპეტენციები სამართლებრივი ჩარჩოს, ენერგეტიკული ბიზნესის ანალიზის მიმართულებით“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ ღონისძიებაზე.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორის, ნუგზარ ბერიძის განმარტებით, სასწავლო კურსის მონაწილეები იყვნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლები, დოქტორანტები და ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული დამწყები ბიზნესმენები.

„რეგულირების კურსის მონაწილეთა შერჩევისას მივიღეთ 300-მდე აპლიკანტის განაცხადი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებაში დაინტერესება დიდია, აიმაღლონ კვალიფიკაცია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხებზე. სასწავლო ცენტრი უახლოეს ხანებში ახალი კურსებს დაანონსებს, რომლებიც მორგებული იქნება სხვადასხვა ჯგუფებზე, მათ შორის, იმ ჯგუფებზეც, რომლებიც თავისი საქმიანობით პირდაპირ არ უკავშირდებიან ენერგეტიკის სექტორს, თუმცა აქვთ სურვილი, მიიღონ მეტი ინფორმაცია“, – განაცხადა ნუგზარ ბერიძემ.

თეგები: სემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved