• რეკლამა
  • კონტაქტი
17:29, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკმა კომპანიები დააჯარიმა

ალია ავტორი - ალია
16:56 08-09-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
362

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე კომპანიები დააჯარიმა. სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ენერგეტიკს“ და შპს „საჩხერის წყალკანალს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამურად, 50 000 ლარის გადახდა დაეკისრათ.

სემეკის გადაწყვეტილებით სს „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 40 000 ლარით დაჯარიმდა. კერძოდ, კომპანიამ არ შეასრულა „მომსახურების ხარისხის წესებით“ გათვალისწინებული მოთხოვნები მომხმარებლისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში სრული და ზუსტი ინფორმაციის ასახვასთან დაკავშირებით.

სემეკმა შეისწავლა სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების საკითხი. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია ელექტრონულ ჟურნალში სრულად არ ასახავდა ელექტროენერგიის წყვეტების შესახებ ინფორმაციას. ამასთანავე, გამოიკვეთა, რომ ელექტრონულ ჟურნალში კომპანიის მიერ არ იყო ასახული 2023 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე დაფიქსირებული ელექტროენერგიის წყვეტების დაახლოებით 28%, ხოლო 22% ასახული იყო წყვეტის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი უზუსტობით. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ჟურნალი წარმოადგენს სემეკის პროგრამულ სისტემას, რომლის მეშვეობითაც რეალური დროის რეჟიმში კონტროლდება კომპანიების მიერ „მომსახურების ხარისხის წესების“ შესრულება. ელექტრონული ჟურნალის შევსებისას ინფორმაციის არასახვა, არასრული ან არაზუსტი ინფორმაციის შეყვანა წარმოადგენს წესების დარღვევას. საჯარო სხდომაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის უკანონო მოხმარებისა და არამიზნობრივად გამოყენების გამო 5 000 ლარით დაჯარიმდა შპს „ენერგეტიკი“.

გარდა ამისა, 5 000 ლარით დაჯარიმდა შპს „საჩხერის წყალკანალი“. დაჯარიმების მიზეზს წარმოადგენს წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების რეგლამენტთან.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved