• რეკლამა
  • კონტაქტი
22:24, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკმა გაზმომარაგების გაუმჯობესებისათვის განსახორციელებელი 265 მლნ ლარის ინვესტიცია შეითანხმა

ალია ავტორი - ალია
17:21 11-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
337

 

ჯამში, კომპანიების მიერ 2023-2027 წლებში 265 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.

სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების მიზანია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების საიმედოობის, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ავარიული წყვეტების მინიმუმამდე დაყვანა, გაზმომარაგების უწყვეტი და უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფა.

თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შპს „თბილისი ენერჯი“ 2023-2027 წლებში 35, 535, 479 მილიონის ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, კომპანია უზრუნველყოფს განაწილების ქსელის რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას ავარიების მინიმუმამდე დაყვანისა და გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით.

რეგიონებში გაზმომარაგების გაუმჯობესებისთვის შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 2023-2027 წლებში 111,860,279 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, სს „საქორგგაზი“ – 113,308,497 ლარის ინვესტიციას, ხოლო შპს „თელავგაზი“, რომელიც ოპერირებს ქ. თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში – 3,723,052 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმების შესაბამისად, განხორციელდება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის საიმედოობასთან და ეფექტიან ოპერირებასთან დაკავშირებული პროექტები.

შპს „ვარკეთილაირი“ 2023-2027 წლებში 1,039,261 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის მიხედვით, კომპანია უზრუნველყოფს ექსპლოატაციის ვადაგასული მრიცხველების შეცვლას, ქსელის რეაბილიტაციასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას. შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებს ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის დასახლებაში.

შპს „ენერგოკავშირის“ მიერ, რომელიც ოპერირებს ქ. თბილისში, მუხიანის დასახლებასა და გლდანის რამდენიმე მიკრორაიონში, 2023-2027 წლებში განხორციელდება 521 000 ლარის არაქსელური ინვესტიცია. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კომპანია განახორციელებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ პროექტებს.

 

 

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved