• რეკლამა
  • კონტაქტი
02:41, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის რეგიონულ კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის პერსპექტივებზე ისაუბრა

ალია ავტორი - ალია
15:08 06-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Vienna 19.06.2023 - EU4ENERGY. © Michele Agostinis

Vienna 19.06.2023 - EU4ENERGY. © Michele Agostinis

Facebook-ზე გაზიარება
588

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ავსტრიაში, ქ. ვენაში გამართულ ენერგეტიკის რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და პანელურ დისკუსიაზე სიტყვით წარდგა. გიორგი ფანგანმა ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, რეგიონული ბაზრის ჩამოყალიბების მნიშვნელობასა და ევროპის ენერგეტიკულ ქსელთან ინტეგრირების პერსპექტივებზე.

გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, როგორც ევროპის ერთიან ენერგეტიკულ ქსელთან დაკავშირების ერთ-ერთ საშუალებაზე.

„საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და აიღო ვალდებულება ეროვნული საკანონმდებლო ბაზა შესაბამისობაში მოეყვანა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ასოცირების შეთანხმება არის კონკრეტული გზა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების პოტენციალის გასააქტიურებლად, რომელიც ფოკუსირებულია, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში ძირითადი რეფორმების მხარდაჭერაზე. გარდა ამისა, 2017 წელს საქართველო გახდა ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) წევრი, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების მიერთების ოქმით განისაზღვრა ენერგეტიკის სექტორში გადასადგმელი ნაბიჯები, საქართველოში კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულმა საფუძველი ჩაუყარა უპრეცედენტო რეფორმებს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში.

2019 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობას. სემეკის მიერ შემუშავდა და დამტკიცდა რიგი კანონქვემდებარე აქტები კონკურენტული ბაზრის ფუნქციონირებისა და ბაზრის ეფექტური მონიტორინგის, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობას, ინვესტიციების მოზიდვას, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებასა და ამ გზით ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ ევროპის ენერგეტიკულ ქსელთან ინტეგრაციისათვის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით საქართველოს ელექტროენერგეტიკული ქსელის ევროკავშირის ქსელთან დაკავშირების საკითხი აქტიურად განიხილება. ამ პროექტის საშუალებით, საქართველოს აქვს პერსპექტივა გახდეს ენერგეტიკული ჰაბი. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი იქნება ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის გაზრდას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, საქართველოს ბაზრის ევროკავშირის ქსელში ინტეგრაციასა და ინვესტიციების მოზიდვას“, – აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

სემეკის წევრმა ასევე დეტალურად ისაუბრა სემეკსა და რეგიონის ქვეყნების ენერგეტიკის სექტორში მოქმედ უწყებებს შორის ეფექტურ თანამშრომლობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა სემეკსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, რომელიც EU4Energy Phase II პროგრამის ფარგლებში გაიმართა, მონაწილეობდნენ ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიებისა და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები. რეგიონული კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებს შორის გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარება. EU4Energy ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის განმახორციელებლები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) და ენერგეტიკული გაერთიანება (Energy Community).

თეგები: გიორგი ფანგანისემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved