• რეკლამა
  • კონტაქტი
22:50, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკის წევრი მაია მელიქიძე მომხმარებლის უფლებების დაცვის კვირეულის გახსნაზე სიტყვით წარდგა

ალია ავტორი - ალია
15:43 03-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
196

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, მაია მელიქიძე მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართულ საუნივერსიტეტო მიღებაზე სიტყვით წარდგა. სემეკის წევრმა ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების, მომხმარებელთა უფლებების შესახებ სტუდენტების ინფორმირების აუცილებლობაზე.

„როგორც სემეკის წევრი, კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ლექტორი, მოხარული ვარ, რომ დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან სტუდენტები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინფორმირება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების შესახებ. სემეკს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, დიდი ყურადღება ეთმობა კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულებას მომსახურე კომპანიების მიერ. სწორად ამ მიზნით, პერიოდულად ვახორციელებთ „მისტიური მომხმარებლის“ პროექტს, რომელიც ნათლად აჩვენებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს. ჩვენი მიზანია, რომ სემეკის მიერ განხორციელებული პროექტებით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების საქმიანობით მეტი ახალგაზრდა, სტუდენტი დაინტერესდეს. ასეთივე ინტერესი აქვთ ჩვენს კოლეგა უწყებებს. სწორად აღნიშნული
დაედო საფუძვლად დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც 6 უწყების მიერ ორგანიზებული მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში იმართება“, – აღნიშნა მაია მელიქიძემ სიტყვით გამოსვლისას.

13-17 მარტს სემეკის, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის ფარგლებში, მარეგულირებელი უწყებები სექტორულად მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღებულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს, აღსრულების მექანიზმებს, მომხმარებელთა ინფორმირების ეფექტურ კამპანიებსა და საერთაშორისო გამოცდილებებს განიხილავენ.

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved